სიახლეები

მარკევიჩმა, კანკავა ძალიან დაგვაკლდაო

გაუზიარე

დნიპროს მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა სინანულით აღნიშნა, რომ ჯაბა კანკავა ძალიან დააკლდა გუნდს. მარკევიჩმა ასევე დაასახელა ევგენი კონოპლიანკა და ნიკოლა კალინიჩი, რომლებმაც ასევე აგვისტოს ბოლოს დატოვეს უკრაინული გუნდი. როგორც იცით, დნიპრო წელს ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, სადაც სევილიასთან 2:3 წააგო. მარკევიჩმა თქვა, რომ კანკავა დიდ სამუშაოს ასრულებდა მოედნის ცენტრში და მისი არყოფნა ამ სეზონში გუნდს აშკარად დაეტყობა 

როგორც იცით, ჯაბა ფრანგულ რეიმსში გადავიდა, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. გვიან შეუერთდა კლუბს და ორი ტური ამიტომ გაუცდა, ბოლო მატჩში კი მწვრთნელმა გასაგები მიზეზების გამო არ ათამაშა: ჯაბამ ნაკრებში ორი შეხვედრა ჩაატარა და გადაღლილი იყო.

ილია ნანობაშვილი