სიახლეები

რევაზ არველაძე უეფას მალტაზე შეხვდა

გაუზიარე

მალტაზე უეფას წევრი ასოციაციების სტრატეგიული შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპული ფეხბურთის მესვეურები სრული შემადგენლობით სტრატეგიული შეხვედრებისთვის ორ წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და სამომავლო მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. ამჟამად უეფას წევრები სატელევიზიო უფლებების განაწილებაზე, ევროპის ჩემპიონატის ფორმატის შეცვლასა და სხვა თემებზე იმსჯელეს. კონკრეტული გადაწყვეტილება მალტაზე ჯერ არ მიუღიათ, თუმცა უდავოდ სასარგებლო შეკრება რომ იყო, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა რევაზ არველაძემ დაგვიდასტურა, ვინც ახლა სწორედ მალტაზეა...

უეფას წევრი ყველა ასოსიაციისთვის მნიშვნელოვანი იყო მალტაზე ყოფნა. ამგვარ სტრატეგიულ შეხვედრებზე იგეგმება ევროპული ფეხბურთის მომავალი, საკლუბო თუ სანაკრებო სიახლეები. გამონაკლისი არც ეს შეკრება გახლდათ. უეფას ყველა რევოლუციური გადაწყვეტილების საფუძველი სწორედ ასეთი შეხვედრებია, რომელსაც სახელწოდებაც შესაბამისი აქვს _ უეფას სტრატეგიული შეხვედრა. ფეხბურთის მომავალთან დაკავშირებით უეფას მალტაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა გარკვეულ ახალ პროექტებზე ლაპარაკი უკვე დაიწყო, _ თქვა რევაზ არველაძემ, ვინც  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანია და 3 ოქტომბრის არჩევნებზე იყრის კენჭს.

ლუკა თალაკვაძე