სიახლეები

გრიგალავას გოლი ქეცბაისთან ტურში საუკეთესოდ დაასახელეს

გაუზიარე

კვიპროსელ ქომაგებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ადგილობრივი ჩემპიონატის მეორე ტურის გატანილ საუკეთესოდ გოლად ჰაპოსის ქართველი ფლანგელის გია გრიგალავას ეფექტურად გატანილი დაასახელეს... აღსანიშნია, რომ გრიგალავამ გოლი აპოელთან წაგებულ იმ შეხვედრაში გაიტანა, რომელიც ახალი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით პირველ მატჩს ატარებდა. ჩვენიანმა ფეხბურთელმა ბურთი საჯარიმო დარტყმის შემდეგ, დაახლოებით 25 მეტრიდან მეტოქის კარის შორეულ ცხრიანში შეაგდო. 

ქეცბაიას შეგირდებმა გრიგალავასა და მის თანაგუნდელებს 6:2 აჯობეს, ხოლო გრიგალავამ ულამაზესი გოლი მაშინ გაიტანა, როცა ანგარიში აპოელს 5:1 მიჰყავდა. სათქმელია, რომ მცველ გრიგალავას გოლი აქამდე ბოლოს - წლისა და 9 თვის წინ ჰქონდა გატანილი.

ლუკა თალაკვაძე