სიახლეები

ბერიძე უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში

გაუზიარე

18 წლის ქართველმა გარემარბმა გიორგი ბერიძემ უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. პირველ ტურში ბელგიური გენტის 19-წლამდელებმა ფრანგული ლიონის თანატოლებთან შინ 0:3 წააგეს. ბერიძე ამ ზაფხულს ჯიმი ტაბიძესთან ერთად გადავიდა გენტში და ჯერჯერობით, 19-წლამდელთა გუნდში, ასევე სარეზერვოებშიც მოუწევს თამაში. 

ბერიძე ლიონელებთან სასტარტოში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს ანგარიში 0:1 იყო. 

ლიგაში თამაში შეუძლია ჯიმი ტაბიძესაც. მართალია, ის 1996 წელსაა დაბადებული, მაგრამ სალიგო განაცხადში თითოეულ კლუბს სამი უფროსი ფეხბურთელის (ანუ 1996 წელს დაბადებული) შეყვანა შეუძლია. თუმცა ტაბიძეს ამჟამად ტრავმა აქვს. 

შეგახსენებთ, ბერიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია. 

ილია ნანობაშვილი