დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასგან ოფიციალური წერილი მიიღო. წერილი თითქმის იდენტურია იმ შეტყობინებისა, რომელიც სფფ-მ რამდენიმე დღის წინ უეფასგან მიიღო.
ფიფას წერილშიც ნათქვამია, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველგვარი გარე ჩარევა დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ფიფას და უეფას წესდებას. ევროპისა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს დ საჭიროების შემთხვევაში რეაგირებასაც მოახდენენ.