შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტრაბზონსფორმა თურქეთის სუპერლიგაში ქაისერისფორს გასვლაზე 1:0 მოუგო. შოთას გუნდი ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ ფენერბახჩეს მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. ოთხ ტურში სამი მოგება და ერთი ფრე – მშვენიერი დასაწყისია. ქაისერისფორი კი ის კლუბია, რომელსაც შოთა ორი წლის განმავლობაში თავკაცობდა.
იმედია, ტრაბზონსფორი ასე გააგრძელებს თამაშს და ვინ იცის, ჩემპიონობისთვისაც იბრძოლოს. მითუმეტეს, რომ გალათასარაი ვერაა მოგებების იშტაზე...
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე