სიახლეები

ბავშვთა გუნდები: დაჯილდოება და ჟრიამული

გაუზიარე

გუშინ "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ ელიტლიგის, თბილისის ლიგისა და უმცროსი მიხეილ მესხის თასის 2014-2015 წლების სეზონის პრიზიორი გუნდები დააჯილდოვა. გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ თითოეულ ასაკში გამართული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები. სულ თფფ-ის ეგიდით გამართულ გათამაშებებში, ყველა ასაკში ერთად აღებული, 250-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 

"ჩვენი თამაშის" ივნისის ნომერში უკვე შემოგთავაზეთ ასაკთა გათამაშებების ცხრილი და გამარჯვებული გუნდების მწვრთნელთა სიაც, ამჯერად კი საუკეთესო ფეხბურთელებსაც გაგაცნობთ.   

ეს დაჯილდოება 16 ივნისს უნდა გამართულიყო, მაგრამ 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გადაიდო. 

დაჯილდოებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ასევე, ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე და ლეგენდარული მიხეილ მესხის შთამომავლები. მათ პრიზებიც გადასცეს ბავშვებს. დაჯილდოების ცერემონიალს თფფ-ის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა და გენერალური მდივანი მამუკა ელიკაშვილი უძღვებოდნენ. 

ელიტლიგა

1998-წლიანები 

1. ნორჩი დინამო (მწვრთნელი – მერაბ მდივნიშვილი), 2. თენგიზ სულაქველიძის აკადემია (ავთო ნებიერიძე), 3. ავაზა-99 (ლაშა გაფრინდაშვილი). 

საუკეთესო ფეხბურთელი – ლაშა მაზანაშვილი (ნორჩი დინამო)

1999

1. დინამოს აკადემია-2000 (ვლადიმერ კაკაშვილი), 2. სულაქველიძის აკადემია (ავთო ნებიერიძე), 3. საბურთალო-2000 (ვალერი გაგუა)

საუკეთესო ფეხბურთელი – ანრი მექვაბიშვილი (დინამოს აკადემია-2000)

2000

1. სფფ-ის აკადემია (თემურ შალამბერიძე), 2. დინამოს აკადემია-2001 (ამირან მინაშვილი), 3. საბურთალო-2001 (გიორგი დეკანოსიძე)
საუკეთესო ფეხბურთელი – დავით ხითაროვი (სფფ-ის აკადემია)

2001

1. სფფ-ის აკადემია (პაატა მეტრეველი), 2. ავაზა (დავით კაციტაძე), 3. ნორჩი დინამო (დავით კენჭაძე)

საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი გულიაშვილი (სფფ-ის აკადემია)

2002

1. დინამოს აკადემია (ვახტანგ იაგორაშვილი), 2. საბურთალო (ვლადიმერ მუსერიძე), 3. დინამოს სკოლა-1 (ვახტანგ იაგორაშვილი)

საუკეთესო ფეხბურთელი – ირაკლი აზაროვი (დინამოს აკადემია)

2003

1. დინამოს აკადემია (ოთარ გაგნიძე), 2. საბურთალო (გიორგი დეკანოსიძე), 3. ოლიმპიკი (გიორგი შენგელია)

საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი აბუაშვილი (დინამოს აკადემია) 

2004

1. დინამოს აკადემია (რეზო გვარაკიძე), 2. საბურთალო (მიხეილ მოსიაშვილი), 3. ბასა-2004 (გიორგი პაპინაშვილი)

საუკეთესო ფეხბურთელი – ლუკა ლაცაბიძე (დინამოს აკადემია)

2005

1. დინამოს აკადემია (კახა გოგოლაძე), 2. საბურთალო (დავით ხიტირი), 3. რუსთავი-2005 (გიორგი მიშველიძე)
საუკეთესო ფეხბურთელი – ნიკა ხარაული (დინამოს აკადემია)

2006

1.საბურთალო (დავით იმნაძე), 2. სულაქველიძის აკადემია (თენგიზ სულაქველიძე-უმცროსი), 3. დინამოს აკადემია (ზურაბ ელიავა)

საუკეთესო ფეხბურთელი – საბა გეგუჩაძე (საბურთალო)

თბილისის ლიგა

1997-1998

1. სიონი ბოლნისი (რამაზ უგრეხელიძე), 2. ნორჩი დინამო (გიორგი ლაცაბიძე), 3. საქ.უნივერსიტეტი (ზაზა დიდებაშვილი)

საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი უგრეხელიძე (სიონი)

2000-2001

1. განთიადი კასპი (ზაზა ჯალალი), 2. ლომები (რომა ორდინიძე), 3. ავაზა 1 (დავით კაციტაძე)

საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი ჩარაევი (განთიადი)

2002

1. ოლიმპიკი (ლევან მჭედლიძე), 2. დილა გორი (გიორგი ბალაშვილი), 3. მორკინალი (მამუკა ელოშვილი)

საუკეთესო ფეხბურთელი – ლუკა ავალიანი (ოლიმპიკი)

2003

1. საბურთალოს სკოლა (პაატა ჯინჭარაძე), 2. დინამოს სკოლა 2 (არჩილ ნოზაძე), 3. მერანი (გურამ ბარამია)

საუკეთესო ფეხბურთელი – ჯაბა ჯიბლაძე (საბურთალოს სკოლა)  

2004

1. ირაო-35-ე სკოლა (ზაზა მაღრაძე), 2. მერანი (გურამ ბარამია), 3. ბასა 2004 (გიორგი პაპინაშვილი)
საუკეთესო ფეხბურთელი – ზაზა იაშვილი (ირაო-35-ე სკოლა)

2005

1. დილა გორი (გიორგი წკრიალაშვილი), 2. მერანი (რევაზ წერეთელი), 3. სულაქველიძის აკადემია 2005 (ლაშა სანთელაძე)

საუკეთესო ფეხბურთელი – ლუკა მეტივიშვილი (დილა გორი)

მიხეილ მესხის თასი 

1996-1997

1. ლოკომოტივი (გიორგი ჩიტაური), 2. საბურთალო (ვლადიმერ მუსერიძე), 3. ლიახვი აჩაბეთი (ვახტანგ ყაზაიშვილი)

საუკეთესო ფეხბურთელი – შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი)

ილია ნანობაშვილი