სიახლეები

ფავორიტები უკვე იკვეთებიან

გაუზიარე

პირველ ლიგაში მესამე ტური ჩატარდა და იმის მიუხედავად, რომ ჯერ სეზონის სტარტია, გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შეიძლება. სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, უკვე შეგვიძლია იმაზე მსჯელობა, ვინ იბრძოლებს უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად და ვინ – პირველში დასარჩენად.

სეზონი განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე მიმდინარეობს. სამი მატჩიდან სამი გამარჯვება აქვს ბორჯომს, რომელსაც წინა სეზონში ცოტა დააკლდა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებამდე. მეორე უდანაკარგო გუნდი ქედის ბეთლემია, რომელსაც, მართალია, წინა სეზონში განსაკუთრებული შედეგი არ უჩვენებია, მაგრამ სტაბილური შემადგენლობითა და ქართული საზომებით ნორმალური ფინანსური მდგომარეობით გამოირჩევა.

პირველ ტურში მოპოვებული ქულის შემდეგ, ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა ცხინვალი ლიახვმა, რომელიც ახლა გადმოვიდა მეორე ლიგიდან პირველში. თუმცა კლუბს აქვს საიმისო სახსრები, რომ ახლავე იბრძოლოს უმაღლესში აღსაზევებლად და სრულიად საფუძვლიანად შეირაცხოს პირველი ლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად. მალხაზ ჟვანიას გუნდმა მესამე ტურში სტუმრად სძლია უშუალო კონკურენტ გაგრას, რაც თავისთავად მეტყველებს ლიახვის ამბიციების საფუძვლიანობაზე.

ხონის იმერეთი, ჩხოროწყუს სამეგრელო და ხობის კოლხეთი უნდა შედიოდნენ იმ გუნდების კატეგორიაში, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად საკუთარი წილი შანსი აქვთ. ცხადია, ასეთი კლუბების რიცხვშია ვიტ ჯორჯიაც, რომელსაც სტარტი მაინცდამაინც სახარბიელო ვერ გამოუვიდა, მაგრამ ვეტერინართაგან მაინც უნდა ველოდოთ სტაბილურად და შედეგიანად ათამაშებას.

ამასობაში დაიწყო მეორე ლიგის გათამაშებაც, სადაც რამდენიმე ახალი კლუბია. მათ შესახებ ახლო მომავალში გიამბობთ.

ლევან ჯანეზაშვილი

10 სექტემბერი. ქედა. ცენტრალური. 200 მაყურებელი
ბეთლემი-ოდიში 2:1

1:0 მაკარიანი (13), 2:0 ჩიკვილაძე (31), 2:1 დ. ქირია (60. პენ)
ბეთლემი: ძიძიგური, მაკარიანი, ჩიკვილაძე, ზ. ტუღუში (სამნიძე 88), ს. კახიძე, ვ. კუნჭულია, დარჩიძე (ბ. კახიძე 57), ლ. ქანთარია, ტელა, ეხვაია, ი. ბაჯელიძე (ზოიძე 51)
სათადარიგოები: კახიანი, გორგაძე, ბექთაშევი, ქობულაძე
მწვრთნელი: ავთანდილ კუნჭულია
ოდიში: ჩხვანავა, რაფავა, აკობია, დემიანოსი, ქომეთიანი (სორდია 73), დ. ქირია (ი. თოდუა 65), გვასალია, ბ. გაბედავა, ფურცელაძე, ახალაია, თოლორაია (გ. ჟვანია 81)
სათადარიგო: გულორდავა
მწვრთნელი: როინ ტიბუა
გაფრთხილება: გვასალია (19), თოლორაია (47), ახალაია (67)
მსაჯი: დავით სანოძე

10 სექტემბერი. ბორჯომი. "ჯემალ ზეინკლიშვილი". 300 მაყურებელი
ბორჯომი-ალგეთი 1:0

1:0 თედიაშვილი (52)
ბორჯომი: შ. გოგიაშვილი, ჩხარტიშვილი, სალარიძე, ხითარიშვილი, ჯოჯუა, თედიაშვილი (კობესაშვილი 90), ა. სირბილაძე (სტეფნიაშვილი 80), ნ. ლომიძე (მარონგი 61), ი. ცნობილაძე, ბუზალაძე (ნინიკაშვილი 67), შილაკაძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, შაყულაშვილი, როსტობაია
მწვრთნელი: კობა თედიაშვილი
ალგეთი: გორდეზიანი, ზ. ქარდავა, კიკალიშვილი, ალასანია (ბერიშვილი 60), ჭოველიძე (ტიელიძე 74), ქიმერიძე, ქართველიშვილი, დვალი, კირვალიძე (ვ. მჭედლიშვილი 83), ციცვიძე, გ. ტვილდიანი (ონუაკალუსი)
სათადარიგოები: ნაკანი, ბაბაიანი, ხარშილაძე
მწვრთნელი: სოსო ბარამიძე
გაფრთხილება: ცნობილაძე (43), ტვილდიანი (66), ქიმერიძე (79), თედიაშვილი (89)
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

10 სექტემბერი. ხარაგაული. "სოსო აბაშიძე". 200 მაყურებელი
ჩხერიმელა-ჭიათურა 3:3

1:0 ჩუკვურა (3), 1:1 ნემსაძე (6), 1:2 ცაგარეიშვილი (14), 2:2 კურტანიძე (16), 3:2 ვეკუა (26), 3:3 გ. ლობჟანიძე (79)
ჩხერიმელა: ხვედელიძე, ჯ. გაბუნია, ვეკუა, თ. კიკნაძე (გ. ლობჟანიძე 51), ჩუკვურა, თორაძე (სეკო 63), ბ. მუმლაძე (თ. ბარბაქაძე 85), კურტანიძე (ბ. ბარბაქაძე 60), გ. სანიკიძე, აშვეთია, ვიანი (დ. წულაია 46)
სათადარიგოები: ლომსაძე, ქურდობაძე
მწვრთნელი: პაატა ლურსმანაშვილი
ჭიათურა: ბობღიაშვილი, ცუცქირიძე, გაფრინდაშვილი, ლ. ჭელიძე, ცაგარეიშვილი (კუჭაშვილი 76), ზ. ნადირაძე (აშბა 63), ნემსაძე (ჯობინაშვილი 89), სევასტოპულო, ნიჟარაძე, ბ. ბარბაქაძე (გ. ლობჟანიძე 46), თ. ნადირაძე (წინამძღვრიშვილი 63)
სათადარიგოები: ბადურაშვილი, სამყურაშვილი
მწვრთნელი: ბადრი ბრეგვაძე
გაფრთხილება: ვიანი (27), ჭელიძე (27), ცუცქირიძე (45), ლობჟანიძე (51), ნადირაძე (52), ჩუკვურა (56), ბობღიაშვილი (69), წულაია (70), ვეკუა (84), გაბუნია (86)
გაძევება: წულაია (90)
მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი

10 სექტემბერი. მუხრანი. ცენტრალური. 100 მაყურებელი
გაგრა-ლიახვი 0:1

0:1 ს. ლომია (50)
გაგრა: შერმადინი, ჯ. ნოზაძე, ასკილაშვილი, ფირცხალაიშვილი, მოსიაშვილი, კვიჟინაძე (კუპრეიშვილი 85), ვეკუა, ხეცურიანი (ბ. ქავთარაძე 63), მაგრაქველიძე, ლ. პაპავა, დადიანი (სარიშვილი 73)
სათადარიგოები: ჩალიგავა, ქარსიმაშვილი, ზანდარაშვილი, ბარამიძე
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
ლიახვი: ქვილითაია, ინწკირველი, ლომაშვილი, მელიავა, ჯელიევი (მ. ჯიქია 46), ცხადაია, ცარიელაშვილი (ფუხაევი 81), ღიბრაძე (სადაღაშვილი 66), კიკნაველიძე (შათირიშვილი 81), რ. ბარაბაძე, ს. ლომია (ზვიადაური 90)
სათადარიგოები: ჩუჩალოვი, გაბარაევი
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
გაფრთხილება: ფირცხალაიშვილი (42), კიკნაველიძე (53), მოსიაშვილი (54), ვეკუა (54), ცარიელაშვილი (72)
მსაჯი: ლევან კვარაცხელია

10 სექტემბერი. ოზურგეთი. "ცენტრალური". 800 მაყურებელი
მერცხალი-კოლხეთი ხ 2:1 

1:0 ხინთიბიძე (37), 1:1 ბაკურაძე (40), 2:1 ჭკუასელი (62)
მერცხალი: ლ. ტყეშელაშვილი, კანკია, ნ. ისიანი (ქარჩილაძე 46), ციკოლია (მურუსიძე 60), ჭკუასელი, ჩიგოგიძე, მესხი (გუჯაბიძე 71), შარაშენიძე, ბერიშვილი (კოტრიკაძე 89), ხინთიბიძე, დიდია (მაჭავარიანი 46)
სათადარიგოები: ათუაშვილი, მალაზონია
მწვრთნელი: ხარიტონ ჩხატარაშვილი
კოლხეთი ხ: ზ. გელაშვილი, ო. ფიფია, ჭანტურიძე, ლოლუა, ვართაგავა,
ფირცხელავა, მ. ლომაია, გ. ჭედია, ქაშიბაძე (გ. თევზაძე 73), გერგაია, ბაკურაძე
სათადარიგოები: რუხაია, გოგენია, ლატარია, ჭურღულია
მწვრთნელი: გია გურული
გაფრთხილება: კანკია (6), ხინთიბიძე (13), ჭანტურიძე (55), ფიფია (58), ჩიგოგიძე (62), გუჯაბიძე (71), ვართაგავა (75)
გაძევება: ტყეშელაშვილი (60)
მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი

10 სექტემბერი. ტყიბული. "ვლადიმერ ბოჭორიშვილი". 300 მაყურებელი
მეშახტე-იმერეთი 0:2

0:1 მაბეა (67), 0:2 ქათამაძე (75)
მეშახტე: ნონოსი, ხარებავა, ც. ხარაბაძე, ყურულაშვილი, გიგა გურეშიძე, ი. კილაძე (გზირიშვილი 82), გიორგი გურეშიძე, ოქრუაძე (გ. ბრეგაძე 76), ქასრაშვილი (სახელაშვილი 87), კვერენჩხილაძე (გვენეტაძე 25), ნვანკვო (გ. ხარაბაძე 62)
სათადარიგოები: სოფრომაძე, ნ. ჯოხაძე
მწვრთნელი: მალხაზ ფორჩხიძე
იმერეთი: მეძველია, ხუმარაშვილი, მემარნიშვილი, თ. კაკუშაძე, ანიგბო, კობერიძე (გიორგობიანი 62), გოგიჩაიშვილი (ადეიშვილი 82), მზევაშვილი (ჭრელაშვილი 46), ტეიდი (საღარეიშვილი 76), ქათამაძე, მაბეა (ხვედელიძე 89)
სათადარიგოები: ძაძამია, გივი კიკნაძე
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
გაფრთხილება: გვენეტაძე (59), ანიგბო (60)
მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე

10 სექტემბერი. ჩხოროწყუ. ცენტრალური. 300 მაყურებელი
სამეგრელო-მაჭახელა 2:0

1:0 კალანდია (22), 2:0 წაბრია (69)
სამეგრელო: აკმელი, ტყებუჩავა, ხარებავა, ოკუჯავა (დარსალია 86), წაბრია (დ. კუჭუხიძე 89), იაგო დეისაძე (თოლორდავა 84), ზ. ლობჟანიძე, ქვარცხავა, ასათიანი, კალანდია (ყალიჩავა 79), ქებურია (ხორავა 61)
სათადარიგოები: გ. პაპავა, სახოკია
მწვრთნელი: გიზო შენგელია
მაჭახელა: შოვნაძე, რამიშვილი (ფერსელიძე 79), ხაჭაპურიძე, ფალავანდიშვილი, ზ. ანანიძე, მოლი (მამულაძე 67), ა. ლორია, ჯაყელი, კარაკულიანი (ცენტერაძე 63), კვესიეშვილი (ბაციკაძე 46), დავითაძე
სათადარიგო: ი. გოგიტიძე
მწვრთნელი: ბადრი ცისკარაძე
გაფრთხილება: კვესიეშვილი (15), დარსალია (90)
მსაჯი: კოტე გიორგაძე

10 სექტემბერი. წყალტუბო. "26 მაისი". 500 მაყურებელი
სამგურალი-რუსთავი 2:1

გოლები: 0:1 მეტრეველი (17), 1:1 ღვიტიძე (48), 2:1 ღვიტიძე (53)
სამგურალი: ი. კუჭუხიძე, გაგოშიძე, ნ. ხარაბაძე, საღინაძე (ბიბილაშვილი 75), თ. ჯანაშია, ზ. კუხალაშვილი, გ. თევდორაძე (ლაღაძე 90), ბ. კაკუშაძე (კ. უგრეხელიძე 86), ბანძელაძე, ყიფიანი (ხვადაგიანი 58), ღვიტიძე (ჩიხლაძე 67)
სათადარიგოები: ბ. ფანცხავა, ლაცაბიძე
მწვრთნელი: გიორგი გოგიაშვილი
რუსთავი: ლეგაშვილი, ბ. ბუზალაძე (ბერაძე 67), სამადაშვილი (ბ. ოქროპირიძე 73), მ. ლომიძე (შუბითიძე 67), მინდორაშვილი, გუჯაბიძე, იმედაშვილი, გ. ჩიკვაიძე, ბერუაშვილი, გ. კილასონია (ციცქიშვილი 39; სილაგაძე 62), მეტრეველი
სათადარიგოები: ბებია, გ. ნადირაძე
მწვრთნელი: გიორგი მიშველიძე
გაფრთხილება: ბერუაშვილი (59), ბერაძე (79), ჩიკვაიძე (90)
გაძევება: სილაგაძე (87)
მსაჯი: შოთა ქუხილავა

10 სექტემბერი. წალენჯიხა. "საშა კვარაცხელია". 300 მაყურებელი
სქური-ვიტ ჯორჯია 0:0

სქური: კეკელიძე, ცხვიტარია, ნ. შელია, გ. შელია, მორგოშია, სალია, კრასოვსკი, ა. ჯანელიძე (მელაშვილი 65), ჯაყელი, ძიძიგური (ბაკარანძე 73), მებონია (კოტი 72)
სათადარიგოები: გაბიჩვაძე, სართანია, გვეტაძე, ლ. გაბუნია
მწვრთნელი: აკაკი კუპრეიშვილი
ვიტ ჯორჯია: შეროზია, კალანდია, ჩიტიშვილი, თათხაშვილი, ვაზაგაშვილი, საბაძე, კახაბრიშვილი (ხაბელაშვილი 59), გახარია (მერაბიშვილი 83), კურდღელაშვილი, ღირდალაძე (მათიაშვილი 59), ქარელი (ბარამიძე 69)
სათადარიგოები: ისერგიშვილი, ლებანიძე, დანელია
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
გაფრთხილება: კურდღელაშვილი (33), გ. შელია (41), ცხვიტარია (47)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

1. ბორჯომი 3 3 0 0 8-2 9
2. ბეთლემი 3 3 0 0 6-2 9
3. ლიახვი 3 2 1 0 10-2 7
4. გაგრა 3 2 0 1 8-2 6
5. იმერეთი 3 2 0 1 5-2 6
6. სამეგრელო 3 2 0 1 5-3 6
7. კოლხეთი (ხ) 3 2 0 1 4-3 6
8. სქური 3 1 2 0 3-1 5
9. ჩხერიმელა 3 1 1 1 6-6 4
10. ვიტ ჯორჯია 3 1 1 1 3-3 4
11. მერცხალი 3 1 1 1 4-5 4
12. რუსთავი 3 1 0 2 4-4 3
13. სამგურალი 3 1 0 2 2-5 3
14. ჭიათურა 3 0 2 1 4-7 2
15. მაჭახელა 3 0 1 2 2-5 1
16. მეშახტე 3 0 1 2 0-9 1
17. ოდიში 3 0 0 3 3-9 0
18. ალგეთი 3 0 0 3 0-7 0


ბომბარდირები
ს. ლომია (ლიახვი) 4
მაგრაქველიძე (გაგრა) 3
ზ. ტუღუში (ბეთლემი) 3

19 სექტემბერი
ალგეთი-სქური
ჭიათურა-ბორჯომი
იმერეთი-გაგრა
კოლხეთი ხ-რუსთავი
ოდიში-სამეგრელო
ლიახვი-ჩხერიმელა
მაჭახელა-სამგურალი
მერცხალი-მეშახტე
ვიტ ჯორჯია-ბეთლემი

მეორე ლიგა

დასავლეთი
სულორი-იმერეთი 2 5:1
რაჭა-მერცხალი 2 1:0
მეშახტე 2-ხიხანი (ხულო) 0:2
მარგვეთი-ზანა (აბაშა) 3:0
ეგრისი-კოლხეთი ხ 2 3:0
საირმე-სამეგრელო 2 7:1
ბახმარო-სამგურალი2 2:3
იმერეთი 2-ბახმარო 1:1
სამგურალი 2-საირმე 2:3
სამეგრელო 2-ეგრისი 0:3
ზანა-კოლხეთი ხ 2 2:0
მერცხალი 2-სულორი 0:1
ხიხანი-რაჭა 3:0
მარგვეთი-მეშახტე 2 3:1

აღმოსავლეთი

ნორჩი დინამო-დინამო სოხუმი 4:1
ამირანი-მცხეთა 0:8
გარეჯი-სართი 2:0
ცხუმი-რუსთავი 2 2:1
ვიტ ჯორჯია 2-აფხაზეთი 11:0
გარდაბანი-კოლხი 7:0
დინამო სოხუმი-ვიტ ჯორჯია 2 0:3
ქოჯაელი-კოლხი 1:3
სართი-ამირანი 1:0
აფხაზეთი-ცხუმი 0:10

ცენტრალური

დურუჯი-ივერია 0:3
ალაზანი-მეტალურგი 11:0
ფარავანი-იბერია 2:6
35-ე სკოლა-მარკ სტარსი 0:3
არაგვი-ლიახვი ცხინვალი 4:1
რეალ ვარკეთილი-სუ      2:3
ლიახვი აჩაბეთი-ჰერეთი 6:0