სიახლეები

დიდი მატჩი ბენდელაზე, საქართველოში გატანა მეკარეებმაც დაიწყეს

გაუზიარე
12 სექტემბერი. „ბენდელა“. 1600 მაყურებელი

საბურთალო - სამტრედია 3:2 

1:0 ხარაიშვილი (7), 2:0 მარგველაშვილი (44), 2:1 ცნობილაძე (58), 3:1 თებიძე (ს.კ), 3:2 ცინცაძე (90)

საბურთალო: ქურდაძე (სანიკიძე 63), თოთაძე, მარგველაშვილი, ნ. იაშვილი, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ფანცულაია (კოხრეიძე 58), ხარაიშვილი, გოშთელიანი, დვალი (მამუჩაშვილი 58), საბანაძე 

სათადარიგოები: ნადარაია, ბიძინაშვილი, სოფრომაძე, გვარაძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სამტრედია: თებიძე, სანდოხაძე (მარკოზაშვილი 46), ცინცაძე, მთივლიშვილი, შერგელაშვილი (ჯიქია 73), ცნობილაძე, დათუნაიშვილი, ენდელაძე, რაჟამაშვილი, ზივზივაძე, სიხარულიძე

სათადარიგოები: მეშველიანი, ახალაძე, იოსელიანი, მჭედლიძე, გოგიაშვილი 

მწვრთნლი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (21), დვალი (25), ალთუნაშვილი (26), ცნობილაძე (33), სანიკიძე (70), მთივლიშვილი (76,76), ენდელაძე (79), მარგველაშვილი (94).

გაძევება: მთივლიშვილი (76)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

საბურთალო-სამტრედიას თრილერზე დასწრე მხოლოდ დაუნახავი და ფეხბურთის უვიცი თუ იტყვის, საქართველოში ფეხბურთი აღარ არისო. არის და მერე როგორი, ბარე ერთი-ორი გავნითარებული ქვეყანს ხელს რომ მოაწერდა, ისეთი.

ტექნიკა, ტაქტიკა, შეტევა, ემოცია, გაძევება, კურიოზი, ავოტოგოლი... შაბათს `ბენდელაზე~ ის ყველაფერი იყო, რასაც ჯამში ლამაზი და ჯიგრიანი ფეხბურთი ჰქვია და რისთვისაც ამ თამაშს ვერასდროს, ვერც ერთი სახეობა ვერ გადასწონის...  

თვალსასეირო მატჩის მოლოდინი იმ წამსვე დაგვეუფლა, როცა გუნდების შემადგენლობებს გავეცანით. ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს პირველი ლიგიდან წლეულს დაწინაურებული საბურთალო ერთბაშად ხუთი შეტევით უხვდებოდა _ ფლანგებიდან გიორგი ფანცულაია და ახალწვეული ნიკოლოზ საბანაძე, სიღრმიდან გიორგი ხარაიშვილი, შუიდან კი ჯაბა დვალი და გურამ გოშთელიანი. საბურთალო მეტოქის წინაშე სუპერშემტევი შემადგენლობით წარსდგა და სულ მალე პირველი შედეგიც მიიღო: ორი ვერტიკალური პასით შემდეგ გიორგი ხარაიშვილი უკვე გაბრიელ თებიძესთან პირისპირ დარჩა, საბურთალოელი ფლეიმეიქერი მეკარეს იოლად გაუსწორდა, ბურთი თავზე გადაუგდო და ცარიელ კარში შეაგორა. 

მახსოვს, არიგო საკის გაწვრთნილი გუნდები ხშირად მიმართავდნენ ერთი შეხედვით ასეთ მარტივ, მაგრამ ამავდროულად ეფექტურ კომბინაციას _ ლაშა თოთაძემ დაცვის ცენტრიდან მეტოქის მოედნის შუაში დვალს მიაწოდა ბურთი, ამანაც ერთი შეხებით პასი კარისკენ სიჩაქარეაკრეფილ ხარაიშვილს გაუგრძელა და გოლიც ჩინებული გამოვიდა.

სამტრედიამ მატჩი ცენტრიდან განაახლა და უკვე ანგარიშის გათანაბრებაც იქვე შეეძლო. მასპინძელთა ბედად, ბუდუ ზივზივაძემ ვერ ივარგა და ნაღდი მომენტი გააცუდა. მალევე ირაკლი სიხარულიძეს არ გაუმართლა. 

გოლისა და ნაღდი მომენტების შემდეგ თამაშის ოდნავ კი დაწყნარდა, მაგრამ მომენტებში ისეთი ძალით იფეთქებდა, ქომაგს მოსაწყენად საქმეს არ აძლევდა. ან კი ვინ მოიწყენდა, როცა მოედნის შუაში ბურთი ფაქტობრივად არც ჩერდებოდოდა. ტაიმის ბოლოსკენ თებიძე ჯარიმიდან ერთხელაც ხარაიშვილმა შეაწუხა, მერე კი სამტრედიელთა კარში მეორე გოლიც ვნახეთ: კუთხურის შემდეგ სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითაც ტანმაღალმა გაგი მარგველაშვილმა ისარგებლა და აუღებლად დაარტყა.   

შესვენებაზე სტუმართა საქმეში საფუძვლიანად ჩაერია მწვრთნელი გია ცეცაძე. თამაშიდან ცენტრალური მცველი მოხსნა, შემტევს მოუხმო, შუახაზელი დაჩი ცნობილაძე კი დაცვის შუაში გაამწესა. სამტრედილები თითქოს უფრო მსუბუქად და თამამად ათამაშდნენ. ისე, მათი გააქტიურება მოსალოდნელიც იყო, დასაკარგიც რა ჰქონდათ?! შეცვლაზე შესული თემურ მარკოზაშვილი ამწვავებდა თამაშს. შესვენების შემდედ 13 წუთში მის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა კიდეც სტუმართა ერთი საპასუხო გოლი _ ბურთისთვის ბრძოლა საჯარიმოში ცნობილაძემ მოიგო და ანგარისში სხვაობა შეამცირა. სამტრედიელთა მომდევნო შეტევის შემდეგ კი საბურთალოს მეკარე ბექა ქურდაძე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. თამაშში ლუკა სანიკიძე ჩაერთო და დიდწილად მისი დამსახურებაც გახლდათ, თამაში საბურთალომ ბოლოს მაინც სათავისოდ რომ დაასრულა. სამტრედიელთა შეტევები ძლიერდებოდა, ეგებ, ანგარიშიც მალევე გათანაბრებულიყო, მაგრამ...

მატჩის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე ისეთი კურიოზული გოლი ვნახეთ, ყველაზე უცნაურთა შორის დამკვიდრებაზე რომ ექნება პრეტენზია. სტუმართა მეკარე გაბრიელ თებიძეს ბურთი მცველმა ფლანგზე, აუტის ხაზიდან დაახლოებით ორ-სამ მეტრში დაუბრუნა, მეკარე თავდამსხმელმა შეაწუხა, თუმცა მოქნილი მოძრაობით თებიძემ ის იოლად ჩამოიშორა. მან გასწვრივ, სადღაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ბურთის მცველისთვის გადაწოდება სცადა, თუმცა რა გამოუვიდა?! ბურთი აეჭრა და პირდაპირ კარში შეგორდა. 

რამდენიმე წუთში კი სამტრედია თითქოს მთლად იუმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯერ უხეშობისვის, შემდეგ კი არბიტრის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის ჯენერი ხორავამ მოედანი ფლანგელ დავით მთივლიშვილს დაატოვებინა. სამტრედია კაცნაკლული დარჩა, მაგრამ მაინც იბრძოდა. სანიკიძემ ორჯერ დროულად დატოვა კარი და ზივზივაძეს არ გაატანინა. საპირისპირო კარში კი საბანაძეს, გიორგი კოხრეიძეს, გრიგოლ ჩაბრაძესა და გოშთელიანს შეეძლოთ გაატანა. არ გაუმართლათ, ხან თავად სცოდავდნენ, უმეტესად კი მეკარეს მცველები დროულად ეხმარებოდნენ. 

სამტრედიამ მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა. ცენტრალურმა მცველმა ბიძინა ცინცაზემ იყოჩაღა და თავურით ანგარისში სხვაობა ერთხელაც შეამცირა. სამტრედიას დრო აღარ ჰქონდა, თორემ ვინ იცის, იშტაზე მოსულ სტუმრებს ეგებ მესამე ბურთიც შეეგდოთ... 

კობა ინასარიძე