სიახლეები

ლოკომოტივის პირველი და დამსახურებული

გაუზიარე
11 სექტემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი” 150 მაყურებელი

ლოკომოტივი-გურია 3:0

1:0 ჩიხლაძე (2), 2:0 გავაშელიშვილი (13), 3:0 ქანთარია (65)

ლოკომოტივი: მიქავა, ღაღანიძე, გაბაძე, გეთიაშვილი, უბილავა, დიასამიძე (თექთურმანიძე 23), ბენაშვილი, ქიქავა, კიკნაძე (ქანთარია 64), დიასამიძე (ღვიანაშვილი 82), გავაშელიშვილი

სათადარიგოები: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, არველაძე, დუმბაძე

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გურია: დაუშვილი, მჭედლიშვილი (ბახია 64), ჩადუნელი, ნოზაძე, K. ხიზანეიშვილი, კილაძე, მაისურაძე, მოსიაშვილი, ზაქრაძე (ბოტიგოა 57), წილოსანი (რეხვიაშვილი 72), ჯიქია

სათადარიგოები: გოგუაძე, გელაშვილი, კობერიძე, ქურდაძე

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გაფრთხილება: დიასამიძე (8), ხიზანეიშვილი (45), გაბაძე (50), თექთურმანიძე (81), მაისურაძე (90)

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ლოკომოტივის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდი იყო და ეს ინტერესი ახლაც არ განელებულა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ვასილ მასურაძის ფეხბურთელებს სტარტი რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო გამოუვიდა. ჩემპიონატში ზედიზედ სამ მარცხს დაემატა თასზე პირველლიგელ ლიახვთან ორი თამაშის წაგება. გამომდინარე აქედან, პარასკევს ლოკომოტივის ახალგაზრდული შემადგენლობისთვის ლანჩხუთის გურიასთან მატჩში მისაღები მხოლოდ გამარჯვება იქნებოდა.

მთლიანობაში, ლოკომოტივმა ერთი ამოსუნთქვით მოიგო ეს მატჩი და რაც მთავარია, საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთიც შემოგვთავაზა, თუმცა საწყენია, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრების რაოდენობა მცირეზე მცირე იყო.

თამაში ხეირიანად დაწყებული არც იყო, საკმაოდ კურიოზული გოლი რომ ვიხილეთ. დემურ ჩიხლაძის კარისკენ გაგზავნილი ბურთისას ლანჩხუთელთა კიპერმა ნიკა დაუშვილმა მიიჩნია, რომ ბურთი მოედნის ფარგლებს ტოვებდა, თუმცა გოლი გავიდა - ამ ეპიზოდში გურიას მეკარის შეცდომა აშკარაა.

სტუმრებს მალევე შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ ვასილ მაისურაძის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვანო წილოსანმა, რომელიც ახლა გურიას ერთ-ერთი ლიდერია, მართალია, ჯარიმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. 

რამდენიმე წუთში კი ლოკომოტივმა მეორე გატანა. გავაშელიშვილმა ჩიხლაძესთან კედელი გაითამაშა, რის შედეგადაც მეკარესთან პირიპირ აღმოჩნდა და თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. შეგახსენებთ, მამია გავაშელიშვილმა წინა სეზონში პირველ ლიგაში 48 გოლი გაიტანა, ახლა კი უმაღლეს ლიგაში ჩატარებილ ორ მატჩში მის ანგარიშზე უკვე 4 გოლია. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას მაისურაძეს იძულებითი ცვლილების განხორციელება დასჭირდა. ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო დემურ ჩიხლაძემ, რომელმაც მართალია მოედანი 23-ე წუთზე დატოვა, მაგრამ იქამდე გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ტაიმის დარჩენილ დროში მასპინძლებს კიდევ შეექმნათ რამდენიმე მომენტი, მაგრამ კიკნაძეს და უბილავას დაუშვილმა არ გაატანინა. სტუმართაგან კი ყველაზე მეტად მაისურაძის ეფექტური დარტყმაა გამოსარჩევი, რომლის შემდეგაც კუპატაძემ აკრობატულ ნახტომში მოგერია ბურთი კუთხურზე.

მეორე ტაიმში გურია კი ცდილობდა მატჩის გადარჩენას, მაგრამ მასპინძელთა კონტრშეტებეი აშკარად უფრო სახიფათი იყო. შედეგად, მოედანზე დაახლოებით ერთი წუთის შესულმა ზვიად ქანთარიამ ასევე შეცვლაზე მოთამაშე გიორგი თექთურმანიძის გადაცემის შემდეგ ბურთთან პირველივე შეხებით ანგარიში 3:0 გახადა. ცოტა ხანში ქანთარიას კიდევ ერთი ასპროცენტიანი მომენტი შეექმნა, მაგრამ ამჯერად არაზუსტად დაარტყა. ბრწყინვალე შანსი ჰქონდა დუბლის შესასრულებლად მამია გავაშელიშვილსაც, თუმცა სიზუსტემ მასაც უმტყუნა.

საბოლოოდ, ლოკომოტივმა დამსახურებულად ჩაიწერა აქტივში სამი ქულა და გასავრდნ ზონასაც დააღწია თავი, თუმცა აშკარაა, რომ ამ მწვრთნელითა და ამ შემადგენლობით ლოკომოტივს გაცილებით მაღალი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა, რაც აშკარად დროის საკითხია.

რაც შეეხება გურიას, ჩავარდნა ყველა გუნდს მოსდის და ლანჩხუთელებს უკვე მომდევნო ტურში შეეძლებათ საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტირება, თუ საკუთარ მოედანზე დაამარცხებენ ყოჩაღ დებიუტანტ საბურთალოს. ლოკომოტივი კი მომდევნო შეხვედრაში ბოლნისის სიონს ესტუმრება.

ვასილ მაისურაძე: “დიდი მადლობა ბიჭებს გამარჯვებისთვის. ყველაფერს ვიღონებთ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება სამურკასოვისა და ხიდეშელის არყოფნას, სამურკასოვმა სერიოზული ტრავმა მიიღო, ხიდეშელი კი ჯერ ვერ არის სათანადო ფორმაში და 18 კაცში ვერ მოხვდა”.

კახა გოგიჩაიშვილი: “ვერ ვითამაშეთ სათანადო დონეზე და შედეგიც შესაბამისია. ვულოცავ ლოკომოტივს გამარეჯვებას, ჩვენ კი მომდევნო შეხვედრებზე გავაკეთებთ აქცენტს”.

პაატა ძნელაძე