სიახლეები

დილამ ცხინვალი არ დაინდო

გაუზიარე


დილა-ცხინვალი
3:0

 

13სექტემბერი, გორი. „თენგიზ ბრჯანაძე“,  800 მაყურებელი

1:0 მარცვალაძე (12), 2:0 ნონიკაშვილი (15), 3:0 მარცვალაძე (25)


დილა:  მუჯრიშვილი, ღონღაძე, თომაშვილი, კვახაძე, ნავალოვსკი, ფალავანდიშვილი, პაპავა, ნონიკაშვილი(მაშუკოვი 75), კვირკვია (ხურცილავა 65), მარცვალაძე, მოდებაძე (გვალია 59)

სათადარიგოები: შევჩენკო, ქარქუზაშვილი, ახალკაცი, ერისთავი,

მწვრთნელი:უჩა სოსიაშვილი

ცხინვალი:  ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, ბეჭვაია (მახარობლიძე 54) ცაცკრიალაშვილი (შულაია 57), ქარდავა(ბურძენაძე 82), ლექვთაძე, ივანიშვილი, კაჭარავა

სათადარიგოები: კერესელიძე, ქოჩლაძე, ზ. ლობანიძე, ჯიშკარიანი


წვრთნელი: კახა კაჭარავა


27-ე წუთზე კაჭარავამ პენალტი ვერ გაიტანა


გაფრთხილება: ნავალოვსკი (26), ფალავანდიშვილი (54), კაკუბავა (56)


მსაჯი:ლაშა სილაგავა

 

უჩა სოსიაშვილის გუნდმა მატჩის ბედი დებიუტშივე გადაწყვიტა, როცა მე-12 და მე-15 წუთებზე ნადირაძის კარი ჯერ ოთარ მარცვალაძემ, შემდეგ კი ლევან ნონიკაშვილმა აიღეს. მარცვალაძის შემთხვევაში ცხინვალის მცველებმა მიუტევებელი შეცდომა საჯარიმოს მისადგომებთან დაუშვეს, რითაც გამოცდილმა ფორვარდმა ისარგებლა და ნადირაძეს ბურთი თავზე გადაუგდო, შემდეგ კი ცარიელ კარში გაიტანა. ზუსტად სამ წუთში ცხინვალის მცველებმა კიდევ ერთხელ ითამაშეს არადამაჯერებლად, შედეგად კი ნონიკაშვილმა ბურთი მარცხენა ფლანგზე, საჯარიმოს კიდესთან მიიღო და ძლიერი დარტყმით გორელთა უპირატესობა სოლიდური გახადა.


25-ე წუთზე მარცვალაძემ დუბლი შეასრულა და თამაშს აზრი დაუკარგა. ცხინვალთან მატჩში გორელთა საუკეთესო ფეხბურთელმა ლაშა ჯაფარიძის შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოში შესულმა მარჯვენა ფლანგიდან რთული პოზიციიდან მოახერხა გატანა. მარცვალაძის გოლიდან ორ წუთში ცხინვალს ანგარიშის შემცირების შანსი მიეცა, თუმცა ნიკა კაჭარავამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მუჯრიშვილმა კარგად ითამაშა და არცთუ ადვილი ბურთი ნახტომში აიღო. რამდენიმე წუთში ცხინვალს გატანა კიდევ ერთხელ შეეძლო, თუმცა საჯარიმოს მისადგომებიდან ცაცკრიალაშვილმა ვერ გაიტანა.


იმ შემთხვევაში, თუ ცხინვალი მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიშს შეამცირებდა, თამაშს ცოტაოდენი ინტრიგა შერჩებოდა, თუმცა კაჭარავას ფეხბურთელებმა ვერც დებიუტში და ვერც მეორე ტაიმის მიმდინარეობისას გოლი ვერ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ უჩა სოსიაშვილის ფეხბურთელებს კონცენტრაცია თითქმის არ დაუკარგავთ და ანგარიშის მიუხედავად ცოტა შეცდომებს უშვებდნენ. გასახდელში ალბათ მწვრთნელისა და ფეხბურთელების მთავარი სალაპარაკო სწორედ ეს იყო, რადგან დილას თამაში მიჰყავდა და მაინცდამაინც შეტევაში წასვლით თავს აღარ იკლავდა. ცხინვალმა რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა სახიფათო და გამოსარჩევი მხოლოდ ერთი იყო. ლექვთაძის ჩაწოდების შემდეგ ნიკა კაჭარავას ამჯერად თავით შეეძლო გატანა, თუმცა ბურთი ძელს მოარტყა. შაბათს ნამდვილად არ არც ცხინვალის და არც კაჭარავას დღე.

 

ოთო მუმლაძე