სიახლეები

დუისბურგი ჭანტურიას ხუთშაბათს წარადგენს

გაუზიარე

გერმანიის მეორებუნდესლიგელი დუისბურგი გიორგი ჭანტურიას ხუთშაბათს წარადგენს. ჩვეულებრივ, იქნება ოფიციალური პრეზენტაცია. 22 წლის ქართველი შემტევი გუშინწინ ჩავიდა დუისბურგში და ჯერ არ უვარჯიშია. დღეს ის სანქტ პაული-დუისბურგის მატჩს დაესწრება, რომელშიც, შესაძლოა, ლაშა დვალის დებიუტი შედგეს. 

როგორც იცით, დვალი ორი კვირის წინ გადავიდა დუისბურგში, თუმცა მეორე ბუნდესლიგის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია - სანაკრებო შესვენება იყო და იმიტომ. დუისბურგი მეორე ბუნდესლიგაში ბოლოდან მეორე პოზიციაზეა. 

წესით, ჭანტურია დიდი ძალა უნდა გამოდგეს ამ გუნდისთვის, რომელიც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. გიორგის უგუნდიდ ყოფნას ბოლო მოეღო და იმედია, კარგად ათამაშდება გერმანიაში.

შეგახსენებთ, ჭანტურია გასულ სეზონში რუმინულ კლუჟში გამოდიოდა, ეროვნულ ნაკრებში კი 6 მატჩი ჩაუტარებია და ერთი გოლი გაუტანია: ეს სადებიუტო სეხვედრაში, 2014 წელს ლიხტენშტაინთან. 

ილია ნანობაშვილი