14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს საქართველოსა და ჩეხეთის ქალთა ეროვნული ნაკრებების 2015 წლის 22 სექტემბრის მატჩზე დასასწრები აკრედიტაციისთვის განაცხადების მიღება. აკრედიტაციის მისაღებად სპორტულმა ჟურნალისტებმა, სფფ-ს მედია დეპარტამენტის სახელზე, უნდა შემოიტანონ წერილობითი განაცხადი, დაბეჭდილი წარმომდგენი მედია საშუალების ტიტულიან ქაღალდზე. გთხოვთ, განაცხადი გადმოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ასევე გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ, თუ რომელი კატეგორიის მედია აკრედიტაციის მიღება გსურთ:
- პრესა;
- ტელევიზია;
- ფოტო.
სფფ-ს მედია დეპარტამენტში, მხოლოდ მითითებულ მისამართზე ([email protected]) შემოსული განაცხადები განიხილება და ყველას გადაეგზავნება ელექტრონული პასუხი.
აკრედიტაციია გაიცემა 2015 წლის 21 სექტემბერს 10:00-16:00 სფფ-ს ოფისში, ხოლო 17:00 – 20:00 მ.მესხის სახელობის სტადიონის მედია–ცენტრში
სფფ-ის პრესსამსახური