სიახლეები

შარანს თარგამაძისა სჯერა

გაუზიარე

ოლექსანდრიას მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა განაცხადა, რომ დავით თარგამაძის იმედი აქვს და ფეხბურთელი, წესით, მალე უნდა შევიდეს ფორმაში. თარგამაძე ათიოდე დღის წინ დაბრუნდა ოლექსანდრიაში, სადაც უკრაინული კარიერა დაიწყო და ყველაზე ძლიერად, ჯერჯერობით სწორედ ამ გუნდში ითამაშა. 

ერთი წლის უთამაშებლობა ვის არ დაეტყობოდა და ამიტომაც, თარგამაძესაც დრო დასჭირდება. თუმცა მწვრთნელი აღნიშნავს, რომ განვლილ ამხანაგურ მატჩში (ოლექსანდრია-გორნიაკი 0:0) ქართველი გარემარბი ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

თარგამაძემ ამ შეხვედრაში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. 

ილია ნანობაშვილი