2013 წლის ნოემბრიდან დღემდე, შოტლანდიის ნაკრებს 14 მატჩი აქვს ჩატარებული თავის ამხანაგურებიანად. აქედან მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოხდა, რომ გორდონ სტრაჩანის გუნდმა გოლი ვერ გაიტანა. ერთი კვირის წინ, საქართველოსთან თბილისში 0:1 წააგეს.
საქართველომდე, ბოლო მატჩი რომელშიც სქოთებმა უგოლოდ დატოვეს მოედანი, აშშ-სთან ამხანაგური თამაში იყო - 0:0. ეს მოხდა 2013 წლის 16 ნოემბერს, თუმცა სამ დღეში ნორვეგიას გასვლაზე 1:0 აჯობეს.
ეს უბრალოდ სტატისტიკაა, თუმცა საინტერესო. ზოგადად, შოტლანდიელები ამაყობდნენ თავიანთი კარგი სერიით, რაც თბილისში შეწყდა.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე