სიახლეები

ქეცბაია ნაკრებში მოხვდა

გაუზიარე

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მონაწილე კლუბთა იმ მწვრთნელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებსაც წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდათ. მათ შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელიც ამჟამად კვიპროსულ აპოელს წვრთნის. საკმაოდ საინტერესო ნაკრები გამოვიდა, რაც მეტყველებს რომ ევროპა ლიგის მონაწილე გუნდებს ბევრი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი თავკაცობს.

ქეცბაიასთან ერთად სიმბოლურ ნაკრებში შემდეგი ცნობილი ფეხბურთელები მოხვდნენ: 

მეკარე: მიშელ პრიუდომი (ბრიუგე)

მცველები: მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი), ფრანკ დე ბური (აიაქსი), ჰენინგ ბერგი (ლეგია), ვილი სანიოლი (ბორდო)

ნახევარმცველები: იგორ ტუდორი (პაოკი), პაულო სოუზა (ფიორენტინა), მიჩელი (მარსელი)

თავდამსხმელები: თემურ ქეცბაია (აპოელი), ერნესტო ვალვერდე (ატლეტიკი), სა პინტო (ბელენენსეში)

ლუკა თალაკვაძე