სიახლეები

მასმა, ოქრიაშვილი კარგად შეიცვალაო

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, ვისაც ერთი ხანობა პრობლემები ჰქონდა ბელგიურ გენკში, მალე, შესაძლოა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდეს. ოქრიაშვილი გენკში სტაბილურად კი თამაშობს, მაგრამ არ ითქმის, რომ სასტარტოს ფეხბურთელია. სანაკრებო მატჩების შემდეგ გენკის მწვრთნელმა პეტერ მასმა ერთ-ერთ ბელგიურ გამოცემას ინტერვიუ მისცა და სხვა ამბებთან ერთად ქართველ ფეხბურთელზეც ისაუბრა:

_ თორნიკე ოქრიაშვილს გუნდისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. სეზონის დაწყებამდე მის გასხვისებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მე ის გუნდში დავტოვე. მსურდა, რომ მასთან მემუშავა და ამიტომ შანსი მივეცი. ქართველმა ფეხბურთელმა ყველაფერი სწორად გაიგო და დღეს ჩემს წინაშე უკვე სხვა პიროვნებაა, მან საქმისადმი მიდგომა მკვეთრად შეცვალა. ახლა ის გაცილებით პოზიტიურია და ბევრს მუშაობს. იმედია, საქმისადმი მისი დამოკიდებულება არც სანაკრებო პაუზის შემდეგ შეიცვლება, _ თქვა გენკის თავკაცმა პეტერ მასმა. 

კობა ინასარიძე