სიახლეები

მჭედლიძეს სამი კვირა გამოუწერეს

გაუზიარე

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ემპოლის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე თვის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ირლანდიასთან შესარჩევი მატჩის მიწურულს დაშავებულ ქართველ ფეხბურთელს იტალიელმა ექიმებმა დიაგნოზი გუშინ გააცნეს და უთხრეს, რომ სამი კვირა უნდა იმკურნალოს. ლევან მჭედლიძეს ბარძაყის კუნთი გაწყვეტილი არ აქვს, თუმცა კი 1,5 სანტიმეტრით დაჭიმული აქვს, რაც გაწყვეტის საშიშროებას ქმნის. ქართველმა ფეხბურთელმა უკვე დაიწყო სხივური თერაპია და, შესაბამისად, ფეხის ტკივილიც აღარ აწუხებს. ექიმების მიერ გაწერილი გეგმის თანახმად მომავალი კვირიდან ის უკვე მსუბუქად ირბენს, შემდეგ კი ნელ-ნელა გუნდთან ერთად შეუდგება ვარჯიშს.

ამასობაში კი გაირკვა, რომ მჭედლიძემ ძველი იტალიელი აგენტი ახლით შეცვალა და არ არის გამორიცხული, ზამთრის შესვენებაზე მან კლუბიც გამოიცვალოს. 

კობა ინასარიძე