სიახლეები

გურული აზერბაიჯანში

გაუზიარე

კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანულ ლიგაში: სანდრო გურული კარიერას იქაური  პრემიერლიგის აზალში გააგრძელებს. 29 წლის შემტევმა ნახევამცველმა აზერბაიჯანელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და უახლოეს ტურში შესაძლოა, ითამაშოს კიდეც. 

სანდრო გურული, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის გია გურულის ვაჟი, წინა სეზონში სამტრედიაში თამაშობდა, თუმცა ტრავმებისა და სხვადასხვა მიზეზის გამო სულ 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. სამტრედიამდე კი გურული უკრაინაში, ბელარუსში და საფრანგეთში თამაშობდა, საქართველოში კი დილას, ბათუმისა და ზესტაფონის ღირსებას იცავდა. 

შეგახსენებთ, რომ აზალში ერთი ქართველი უკვე თამაშობს, სანდრო გურულს ჩვენს  სამეზობლოში ნახევარმცველი ნუგზარ კვირტია დახვდება.

ლუკა თალაკვაძე