სიახლეები

ზარანდიას ოპერაცია: ვარჯიში ოქტომბრის დასაწყისიდან

გაუზიარე

ლუკა ზარანდიამ ბელგიაში მენისკის ოპერაცია გაიკეთა. როგორც ქართველმა მენეჯერმა გუგა კაჭახიძემ გვაცნობა, ლუკამ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქირურგთან გაიკეთა ოპერაცია და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კაჭახიძემ გვითხრა, რომ 19 წლის ქართველი გარემარბი სექტემბრის ბოლოს მსუბუქად ვარჯიშს დაიწყებს, ხოლო ოქტომბრის დასაწყისიდან გუნდს შეუერთდება და სრული დატვირთვით მოემზადება.

როგორც იცით, ზარანდია შარშან ზაფხულს თბილისის ლოკომოტივიდან გადავიდა ბელგიურ გენკში და ისე მოხდა, რომ ბელგიის უმაღლეს ლიგაში ერთი მატჩიც არ უთამაშია. ლუკა რეგულარულად ვარჯიშობდა გენკის პირველ გუნდში და ამხანაგურ შეხვედრებშიც მონაწილეობდა, რომლებშიც 4 გოლი გაიტანა. 

იმედია, ტრავმის შემდეგ ზარანდიას მდგომარეობა შეიცვლება და ბელგიის უმაღლეს ლიგაშიც მისცემენ შანსს. ჯერ კი ჯანმრთელობაა მთავარი. 

ილია ნანობაშვილი