სიახლეები

ქართველმა ვეტერანებმა ყაზახ ბიზნესმენებთან იმეგობრეს

გაუზიარე
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოში მოსაქმიანე ყაზახებს უმასპინძლეს. ყაზახები თბილისში საგანგებოდა ამ მატჩისთვის არ ჩამოსულან, საქართველოში იმდენი ყაზახი ბიზნესმენი საქმიანობს, კარგი გუნდის გაკეთება, სათადარიგოებიანად, არ გასჭირვებიათ... ყაზახთა რიგებში არც იმდენი სახელოვანი ფეხბურთელი იყო, რამდენიც ჩვენების გუნდში, მაგრამ ორი ხელიდან ჩვენებს უოფლოდ არც ერთი მოუგიათ... 

ჩვენების შემადგენლობა ასეთი იყო: ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, გოჩა ჩიქოვანი, გოჩა ჯოხაძე, რევაზ ძოძუაშვილი (რომელმაც ერთ ეპიზოდში ისეთი სისწრაფე განავითარა, ჭაბუკ ფეხბურთელს შეშურდებოდა), გია ფირცხალავა, ლევან ნოდია, გია ნემსაძე, ვაჟა ჟვანია, გრიგოლ ცაავა, ოთარ კორღალიძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე, რომლის გამჭრიახმა თამაშმა დიდწილად განაპირობა კიდეც ორივე მინი-მატჩში ჩვენების სასარგებლო შედეგი. ყაზახების შემადგენლობაში კი საუკეთესო ბი თი ეი ბანკის მმართველი იყო, ვინც ორი გოლის გატანაც მოახერხა...     

ლუკა თალაკვაძე