სიახლეები

სპორტული ჟურნალისტები პრეზიდენტს ერთ წელიწადში ავირჩევთ

გაუზიარე

2015 წლის 9 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის გაფართოებული სხდომა, რომელის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატებმაც. კანდიდატებთან კონსულტაციით და შეთანხმებით, აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, ასოციაციის 15 სექტემბრის რიგგარეშე საარჩევნო კონფერენციის გაუქმებისა და რიგითი საარჩევნო კონფერენციის არაუგვიანეს 2016 წლის 1 სექტემბერს ჩატარების შესახებ. რიგითი საარჩევნო კონფერენციის ჩატარებამდე ასოციაციის საქმიანობას წარმართავს აღმასკომი. აღმასკომის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აღმასკომის წევრების გარდა შედიან ასოციაციის რეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატებიც. ჯგუფის მიზანია, ასოციაციის შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობა. 

პ.ს. შეგახესნებთ, დღესდღეობით ასოციაციაციის პრეზიდენტობის კანდიდატები ლაშა დვალიშვილი, დავით ხვადაგიანი, ლაშა გოდუაძე, თამარ ჯიშკარიანი და გიორგი დარჯანია გახლავან.