სიახლეები

საბურთალომ აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრები გაანადგურა

გაუზიარე

საბურთალოს დუბლებმა ამხანაგურ მატჩში 5:0 გაანადგურეს აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრები. შეხვედრა საბურთალოს ბენდელას სტადიონზე შედგა და რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა მეზობელი ქვეყნის ნაკრებს შანსი არ დაუტოვეს. გოლებს რაც შეეხება, ჩოგაძემ, რუხაძემ, კოხრეიძემ, კაკიაშვილმა და ივანიაძემ გაიტანეს. ცნობისთვის, ფორვარდი გიორგი ივანიაძე მხოლოდ 15 წლისაა... 2000 წელსაა დაბადებული.  

გოცირიძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ჩოჩიშვილი, ბედიევი, ბეროშვილი, კაკიაშვილი, ვაჭარაძე, ბაკურაძე, კუხიანიძე, კოხრეიძე, ჩოგაძე, მუზაშვილი, ლაკვეხელიანი.

მეორე ტაიმში შევიდნენ: სანიკიძე, ბულუხაძე, დონდოლაძე, რუხაძე, კოპლატაძე, ჯინჭარაძე, ივანიაძე.   

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ თბილისის ლოკომოტივთანაც გამართა ამხანაგური მატჩი. ლოკომოტივმა 2:0 მოიგო და ორივე გოლი მამია გავაშელიშვილმა გაიტანა. 

ილია ნანობაშვილი