სიახლეები

ნიკა ჭანტურია - ცოტაც და, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით

გაუზიარე

20 წლის ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია სექტემბრის ბოლოს თბილისის დინამოსთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. მას გერმანიაში ჩაუტარდა პროცედურები, იქ, სადაც ოპერაცია გაიკეთა. ექიმმა შეამოწმა და ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითად შეაფასა. ორი-სამი კვირაც და დინამოს კაპიტანი დაუბრუნდება. 

შეგახსენებთ, ნიკა ჭანტურიამ წლეულს, მარტში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, ამას მენისკიც დაერთო და რთული ოპერაციაც დასჭირდა. ნიკას საკმაო დრო გაუცდა და ჯერაც უცდება, თუმცა რას იზამ, ფეხბურთია და ტრავმა ხშირია, ბევრს არ უმართლებს. 

შეგახსენებთ, ნიკა ჭანტურია თბილისის ლოკომოტივის აღზრდილია. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების კაპიტანი. მას ლიდერის თვისებები აქვს, კარგად კარნახობს თანაგუნდელებს და ჭკვიანური თამაშით გამოირჩევა.

ილია ნანობაშვილი