სიახლეები

კაბრინიმ გუნდს მოუხმო

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

იტალიის ქალთა ეროვნული ნაკრები საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრისთვის მზადებას ოფიციალურად  ხვალიდან 9 სექტემბრინდან შეუდგება. ანტონიო კაბრინიმ შეკრებაზე სკუადრას რიგებში 23 ფეხბურთელს გამოუძახა:

მეკარეები: ლაურა ჯულიანი (FC Koln), კატია შროფენეგერი (Bayer 04 Leverkusen FC), საბრინა ტასსელი;  მცველები: ელიზა ბარტოლი (Torres CF), სარა გამა (ACF Brescia), რაფაელა მანიერი (Bayern Monaco), ელენა ლინარი (ACF Brescia), ლინდა ტუჩერი ჩიმინი,  ფრედერიკა დი კრიშო (AGSM Verona CF); ნახევარმცველები: დანიელა სტრაკი (ASD Mozzanica), მარტა კარისიმი (AGSM Verona CF), ვალენტინა ჩერნოია (ACF Brescia), მარტინა როზუჩი (ACF Brescia), ალია გუანი, კიარა ეუზებიო (ACF Brescia), ბარბარა ბონანსეა (ACF Brescia), კრისტინა ჯირელი (ACF Brescia), ალიჩე პარიზი (Tavagnacco Graphistudio), მანუელა ჯულიანო; თავდამსხმელები: მელანია გაბიადინი (AGSM Verona CF), ვალენტინა ჯაჩინტი (Mozzanica), დანიელა საბატინო (ACF Brescia), სტეფანია ტარენცი (ACF Brescia).

იტალიელები, „ევრო 2017“–ის მატჩებისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები არიან. ამაზე სკუადრას ქალთა გუნდის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების, სპორტული საზოგადოებისა და მედიის დაინტერესებაც მეტყველებს. 10 სექტემბერს, კაბრინი და მისი გუნდი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ სპეციას გამგეობის (მუნიციპალური შენობის) საკონფერენციო დარბაზში, რომელსაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრა  ქალაქ ლა სპეციაში 18 სექტემბერს, „ალბერტო პიკოს“ სტადიონზე ადგილობრივი დროით 18:30 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ ევრო 2017–ის ქვეჯგუფში, რომელშიც იტალიისა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებები ასპარეზობენ, შვეიცარიის, ჩეხეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდებიც არიან.

სფფ–ის პრესსამსახური