სიახლეები

19-წლამდელები: ამჯერად ფრე

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა ლატვიელ თანატოლებთან და შეხვედრა ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

ისიანი, კაპანაძე, ლოჩოშვილი, ახალაძე, ნადარაია, ბიძინაშვილი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, კიკნაძე, გოშთელიანი, გვარაძე.

ჩვენები მე-5 წუთზევე დაწინაურდნენ ბექა გვარაძის გოლით, 31-ე წუთზე კი გიორგი კიკნაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა და თანაგუნდელები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა, მაგრამ, სამწუხაროდ, ლატვიელთა ორი იშვიათი იერიში წარმატებით დასრულდა და საბოლოოდ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ჩვენმა გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ნებისმიერ შემთხვევაში, ლატვიელებთან გამართული ტესტმატჩები ჩვენებისთვის უთუოდ სასარგებლო იყო.