სიახლეები

შოტლანდიის მწარე დღეები

გაუზიარე

გერმანიამ გლაზგოდან სამი ქულა წაიღო და შოტლანდიას ძალიან გაურთულა საქმე. მატჩის გმირი თომას მიულერი გახდა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. შედეგად, გერმანიამ ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა და საეჭვოა, სხვა პოზიციაზე დაასრულოს ჯგუფი. 

მიულერმა ჯერ საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი, კარგი გარღვევა განახორციელა და დაარტყა, ბურთი მალგრიუს შეეხო, ოდნავ იცვალა გეზი და მეკარე მარშალი ვეღარაფერს გახდა. მალევე შოტლანდიელმა მელონმა საჯარიმო ჩააწოდა, მანუელ ნოიერს ბურთი ხელიდან გაუვარდა, მოხვდა მათს ჰუმელსს და კარში შევარდა... ჰუმელსის ავტოგოლი. 

34-ე წუთზე შოტლანდიელთა მეკარემ უხერხულად მოიგერია ბურთი და მიულერმა თავით დაამატა. სქოთებმა პირველი ტაიმის ბოლოს მაინც გაათანაბრეს _ ნოიერი ისევ ვერ გაირჯა ხეირიანად, მაკარტურის დარტყმული უნდა აეღო. 

2:2 და ტაიმი ასე დასრულდა, მეორე ნახევარში კი ერთი გოლიღა ვიხილეთ, რომლის ავტორი დორტმუნდელი ილქაი გიუნდოგანი გახდა. გიუნდოგანმა თავად დაიწყო შეტევა, მიულერს გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოში შეაგდო ბურთი და ისევ ილქაიმ დაბალი, გამოზომილი დარტყმით 2:3 გახადა ანგარიში. 

შოტლანდიას მწარე დღეები დაუდგა: ჯერ საქართველოსთან წააგო, ახლა კი გერმანიასთან და მესამე ადგილზე გასვლა უკვე ძალიან გაუჭირდება: ირლანდიას 4 ქულით ჩამორჩა...      

შოტლანდია-გერმანია 2:3 

0:1 მიულერი (18), 1:1 ჰუმელსი (28 საკ.კარში), 1:2 მიულერი (34), 2:2 მაკარტური (43), 2:3 გიუნდოგანი (54)

შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, მალგრიუ, რ. მარტინი, ჰანლი, მელონი (ანია 60), ბრაუნი (კ. მარტინი 81), მორისონი, მაკარტური, ფორესტი (რიჩი 81), ს. ფლეტჩერი

მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი

გერმანია: ნოიერი, ჩანი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი, შვაინშტაიგერი, კროოსი, იოზილი (კრამერი 90+2), გიუნდოგანი, გიოტცე (შიურლე 66), მიულერი

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

გაფრთხილება: მორისონი (55), მელონი (58)

მსაჯი: კუიპერსი (ჰოლანდია) 

ღია კარის დღე

პოლონეთმა გასვლაზე ხომ 7:0 გაანადგურა გიბრალტარი და არც შინ დააკლო ხეირი. ისევ იმავე სხვაობით, ოღონდ განსხვავებული ანგარიშით აჯობა – 8:1. რობერტ ლევანდოვსკიმ მხოლოდ ორი გოლის გატანა იკმარა. მას მიბაძეს კამილ გროსიცკიმ და არკადიუშ მილიკმა. 

2:46 – ასეთია გიბრალტარის ბურთების შეფარდება ამ შესარჩევ ციკლში და როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. ოქტომბერში თბილისში გვესტუმრებიან და ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სუსტი მეტოქე საქართველოს ნაკრებს ჯგუფში არასოდეს ჰყოლია...

პოლონელებს კი ოქტომბერში გადამწყვეტი შეხვედრები ელით: შინ ირლანდიასთან და სტუმრად შოტლანდიასთან. ორივეზე კარგი ნაკრები ჰყავთ, მაგრამ ვინ იცის – ფრთხილად უნდა იყვნენ...  E   

პოლონეთი-გიბრალტარი 8:1 

1:0, 2:0 გროსიცკი (8,15), 3:0, 4:0 ლევანდოვსკი (18, 29), 5:0 მილიკი (56), 6:0 ბლაშჩიკოვსკი (59 პენ), 7:0 მილიკი (72), 8:0 კაპუტსკა (73), 8:1 გოსლინგი (87)

პოლონეთი: ფაბიანსკი, შუკალა, ოლკოვსკი (მილია 87), რიბუსი, გლიკი, ბლაშჩიკოვსკი (კაპუტსკა 62), მაჩინსკი, გროსიცკი, კრიხოვიაკი, მილიკი, ლევანდოვსკი (66)

მწვრთნელი: ადამ ნავალკა

გიბრალტარი: პერესი, ჯ. ჩიპოლინა, ბარნეტი, რ. ჩიპოლინა, გარსია, გოლსინგი, უოლკერი, ბარდონი, კუმბისი (კ. კასკიარო 46), ლ. კასკიარო (ლოპესი 78), დუარტე (ბოსიო 67)

მწვრთნელი: ჯეფ ვუდი

მსაჯი: მაჟეიკა (ლიტვა)