სიახლეები

ლორიას კრილია საბოლოოდ გადაწყდა

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

გადაწყდა, რომ გიორგი ლორია კარიერას სამარის კრილია სოვეტოვში გააგრძელებს. კრილია ამჟამად მეშვიდე ადგილზეა რუსულ პრემიერლიგაში. ჯერჯერობით გუნდის პირველი მეკარე კონიუხოვი გახლავთ, თუმცა იმედია, ლორია გახდება ძირითადი. სამარელებს ლორია განაცხადში ჯერ არ შეუყვანიათ, თუმცა ეს პროცესი დიდხანს არ გაიწელება. 

როგორც იცით, გიორგი ამ ზაფხულს საბერძნეთის ჩემპიონ ოლიმპიაკოსში გადავიდა, შემდეგ თითქოს გადაწყვეტილი იყო მისი ტრანსფერი შოთა არველაძის ტრაბზონსფორში, საბოლოოდ კი, საქართველოს ნაკრების მეკარე უგუნდოდ დარჩა - ოლიმპიაკოსსა და ლორიას შორის ხომ კონტრაქტი გაწყდა. 

ასე აღმოჩნდა ლორია კრილიაში და იმედია, სათამაშო პრაქტიკაც ექნება. 

ილია ნანობაშვილი