სიახლეები

ყენიას ანორთოსისის ვარიანტი ჰქონდა

გაუზიარე

ლევან ყენიას ზაფხულის ბოლო სატრანსფერო დღეებში კვიპროსული ანორთოსისის ვარიანტი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ეს საქმე ჩაიშალა. შეგახსენებთ, ანორთოსისში ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია თამაშობენ, თუმცა მესამე ქართველი გუნდს ვეღარ შეემატა, არადა, საამისოდ დიდი შანსი იყო. კვიპროსელებს ხელი შეეშალათ პრაღის სლავიას მოთხოვნების გამო და მოლაპარაკების ბოლომდე დასრულების დროც აღარ დარჩა. 

ყენიას სლავიას ძირითადი გუნდის მაისურით ამ სეზონში არ უთამაშია. არაა გამორიცხული, ლევანი სხვა ჩეხურ გუნდში გადავიდეს, რადგან ჩეხეთში სატრანსფერო ფანჯარა 10 დღეში იხურება. 

ყენია გასულ სეზონში სლავიას ერთ-ერთი ლიდერი იყო, ნოემბერში მივიდა გუნდში და 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასიც მიითვალა.