სიახლეები

დილამ ტორპედოს სპარინგშიც აჯობა

გაუზიარე

გორის დილამ და ქუთაისის ტორპედომ სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და გორის `თენგიზ ბურჯანაძეზე~ საკონტროლო მატჩი გამართეს. შეხვედრა მასპინძელთა სოლიდური გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.

მე-8 წუთზე დილას ახალწვეულის, გოგიტა გოგუას კარგი თამაშის შემდეგ ირაკლი მოდებაძემ ბურთი მეტოქის კარის გასწვრივ ჩააწოდა, გიორგი ნერგაძემ ბურთი ხეირიანად ვერ მოიგერია და საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:0.

16-ე წუთზე მოდებაძე საჯარიმოში წააქციეს და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის ნიშნულთან თავად მოდებაძე მივიდა, დაარტყა და გაიტანა კიდეც, მაგრამ ერთ-ერთი ფეხბურთელი ადრე დაიძრა საჯარიმოს ხაზიდან და მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. წესისამებრ, მოდებაძემ მეორედაც დაარტყა და... ბურთი ტორპედოს მეკარე რევაზ თევდორაძემ მოიგერია.

22-ე წუთზე ოთარ მარცვალაძეს ჰქონდა კარგი მომენტი, როდესაც მახვილი კუთხიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ძლიერად დაურტყა თევდორაძეს, თუმცა ქუთაისელთა მეკარემ შეძლო მისი დარტყმულის მოგერიება.

30-ე წუთზე მარცვალაძე ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში თერთმეტმეტრიანს ითხოვდა, თუმცა მსაჯმა არათუ წესების დარღვევა არ დააფიქსირა, შელაპარაკებისთვის ოთარი მოედნიდანაც გააძევა. კლუბების ურთერთშეთანხმების საფუძველზე, გორელებს ათი კაცით თამაში არ გაუგრძელებიათ და მოედანზე მარცვალაძის ნაცვლად ისლამ მაშუკოვი შევიდა.

45-ე წუთზე ქუთაისელთა კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც გოგუამ უზადოდ შეასრულა და დილაში დაბრუნება გოლით აღნიშნა - 2:0.

მატჩის მეორე ნახევარში კვლავ დილა დომინირებდა. 49-ე წუთზე თემურ ღონღაძემ ახლო მანძილიდან დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა. 

67-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ისლამ მაშუკოვმა ასევე შეცვლაზე შესული რომან ახალკაცის გადაცემა გამოიყენა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 4:0. 

73-ე წუთზე ტორპედომ პრესტიჟის გოლი გაიტანა, თუმცა მალევე ახალგაზრდა გიორგი კურმაშვილმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ დილამ ტორპედო უმაღლესი ლიგის შეხვედრაშიც დაამარცხა, თანაც, სტუმრად _ 2:0.

დილა: მუჯრიშვილი, ღონღაძე, თომაშვილი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, გოგუა, ძარია, გვალია, ნონიკაშვილი, მარცვალაძე, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მაშუკოვი, პაპავა, კვახაძე, სამხარაძე, ახალკაცი, კაპანაძე, კურმაშვილი, დუდუჩავა.

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

ტორპედო (სასტარტო): თევდორაძე, ტაბატაძე, ადამაძე, ნერგაძე, ქიმაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, სიჭინავა, კირკიტაძე, კახელიშვილი, შინდაგორიძე.

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ლევან ჯანეზაშვილი