სიახლეები

საქართველო - შოტლანდია 1:0

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, გუშინ შოტლანდიის ნაკრები ვაკო ყაზაიშვილის გოლით დაამარცხა. 

ჩვენი ნაკრები შოტლანდიელებს გუშინ მეოთხედ დაუპირისპირდა და მეორედ დაამარცხა. კახა ცხადაძის გუნდმა გორდონ სტრანჩანის გუნდს მინიმალური სხვაობით მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე ვიტესის ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

D ჯგუფში საქართველოსა და შოტლანდიის დაპირისპირების გარდა, კიდევ ორი მატჩი გაიმართა. გერმანიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პოლონეთის ნაკრებს 3:1 სძლია. ირლანდიამ კი სტუმრად გიბრალტარს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

საქართველო – შოტლანდია 1:0 (1:0)

4 სექტემბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი.

საქართველო: რევიშვილი, ამისულაშვილი, სოლომონ კვირკველია, შოთა კაშია, ნავალოვსკი, ლობჟანიძე, ოქრიაშვილი (მერებაშვილი, 71), კანკავა (კ), ანანიძე (დაუშვილი, 82), ყაზაიშვილი, მჭედლიძე (ვაწაძე, 90+3).

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, რობერტსონი (ჰენლი, 59), რასელ მარტინი, მალგრიუ, მელონი, მორისონი, ბრაუნი (კ), ანია (გრიფიტსი, 75), სტივენ ფლეტჩერი, ნეისმიტი (ფორესტი, 59)

მთავარი მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი

გოლი: 1:0 ყაზაიშვილი (38)

გაფრთხილებები: კაშია (10), ანანიძე (44), ნავალოვსკი (78)

მთავარი მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

პირველად შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს 2007 წლის 24 მარტს შეხვდნენ, როცა ჩვენს ეროვნულ გუნდს გერმანელი სპეციალისტი, კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა. მაშინ შოტლანდიელებმა კრის ბოიდისა და კრეიგ ბიტლის გოლებით დაგვამარცხეს, ჩვენი გუნდიდან კი, ერთადერთი გოლი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ გაიტანა.

შოტლანდია-საქართველო 2:1 (1:1)

2007 წელი. 24 მარტი. გლაზგო. “ჰემპდენ პარკი”. 50850 მაყურებელი.

შოტლანდია: გორდონი, ალექსანდერი, ვეირი, მაკმანუსი, ნეისმიტი, ტილი (ბრაუნი, 60), ფერგიუსონი, ჰარტლი, მაკალოჰი, მილერი (მელონი, 90+2), ბოიდი (ბიტი, 76)

მთავარი მწვრთნელი: ალექს მაკლიში

საქართველო: ლომაია, შაშიაშვილი, ხიზანიშვილი, სალუქვაძე, ელიავა, ბურდული (სირაძე, 57), მენთეშაშვილი (გოგუა, 46), ცქიტიშვილი (მუჯირი, 90+2), კობიაშვილი (კ), დემეტრაძე, შოთა არველაძე

მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)

გოლები: ბოიდი (11), არველაძე (41), 2:1 ბიტი (89)

გაფრთხილებები: მენთეშაშვილი (11), სალუქვაძე (62), დემეტრაძე (85), ფერგიუსონი (90+3)

მთავარი მსაჯი: ნიკოლა ვოლკარცი (დანია)

ქართველებისა და შოტლანდიელების მეორე დაპირისპირება, იმავე წლის 17 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შედგა. კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა შოტლანდიელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავი ნაკრების დებიუტანტმა, ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გამოიჩინეს.

საქართველო – შოტლანდია 2:0 (1:0)

2007 წელი. თბილისი. 17 ოქტომბერი. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი. 400000 მაყურებელი.

საქართველო: მაკარიძე, სალუქვაძე, ხიზანიშვილი (კ), ასათიანი, შაშიაშვილი, მენთეშაშვილი, კანკავა, ყენია (კანდელაკი, 79), კვირკველია, მჭედლიძე (კვახაძე, 85), სირაძე (ჯაკობია, 89)

მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)

შოტლანდია: გორდონი, მარტი, ვეირი, მაკმანუსი, ალექსანდერი, მელონი, ფლეჩერი, ფერგიუსონი, პირსონი (ბოიდი, 66), მილერი (ბიტი, 66), მაკფადენი

მთავარი მწვრთნელი: ალექს მაკლიში

გოლები: მჭედლიძე (16), სირაძე (64)

გაფრთხილებები: კანკავა (61), მაკმანუსი (61), ბიტი (72), ასათიანი (90+5)

მთავარი მსაჯი: კნუტ კირხერი (გერმანია)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ქვეჯგუფში შოტლანდია და საქართველო კვლავ ერთად მოხვდნენ. პირველი მატჩი გლაზგოში, 2014 წლის 11 ოქტომბერს შედგა. შოტლანდიამ თემურ ქეცბაიას გუნდი მინიმალური სხვაობით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 28 წუთზე აკაკი ხუბუტიამ საკუთარ კარში გაიტანა.

შოტლანდია - საქართველო 1:0

2014 წელი. თბილისი. 11 ოქტომბერი. აიბროქსის სტადიონი.

შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, რობერტსონი, მარტინი, ჰანლი, მალონი, მორისონი, ბრაუნი, ანია, ფლეტჩერი (მარტინი 90'), ნეისმიტი (მაკარტური 80'

მთავარი მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი

საქართველო :  ლორია, ლობჟანიძე, კვერკველია, გრიგალავა, ხუბუტია, კვირკველია (ოქრიაშვილი 46'), კანკავა, დაუშვილი, პაპავა (ძარია 70'), ყაზაიშვილი (ჭანტურია 80'), გელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გოლები: ხუბუტია (28 ს.კ)

გაფრთხილებები: მორისონი (33), გრიგალავა (49), დაუშვილი (53), მელონი (68)

მთავარი მსაჯი: მიროსლავ ზელინკა (ჩეხეთი)