სიახლეები

ვასილ მაისურაძემ 19-წლამდელები ტესტ-მატჩებისთვის შეკრიბა

გაუზიარე

უკვე მესამე დღეა შეკრებაზე იმყოფება საქართველოს 19-წლამდე ნაკრები. ვასილ მაისურაძემ თავისი ფეხბურთელები საერთაშორისო ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად შეკრიბა, რომლებსაც ქართველი 19-წლამდელები ლატვიელ თანატოლებთან გამართავენ.

ლატვიელები თბილისში ხვალ, გამთენიას ჩამოვლენ. ამხანაგური მატჩები კი, 5 და 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება, 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.

საწვრთნელ შეკრებაზე ვასილ მაისურაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)

მცველები: ცოტნე ნადარაია („საბურთალო“), ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), ირაკლი კამლაძე („ჩიხურა“, საჩხერე), ანდრო ნემსაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ახალაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კაპანაძე („სამტრედია“)

ნახევარმცველები: ბექა გვარაძე, გიორგი კოხრეიძე, სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ყველა „საბურთალო“), გიორგი ღვინაშვილი, ვატო არველაძე, შერმადინ ართმელაძე, გიორგი პაპუაშვილი (ყველა „ლოკომოტივი“), ნიკა ბაშალეიშვილი („დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“), ბექა მიქელთაძე, გიორგი ზარია (ორივე „დინამო“ თბილისი)

შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდი 2015/16 წლების უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება და მას თბილისი უმასპინძლებს. ჩვენი 19-წლამდელების მეტოქეები კი, მე-8 ჯგუფში  - ავსტრიის, ალბანეთისა და უელსის გუნდები იქნებიან.

 

სფფ-ის პრესსამსახური