სიახლეები

საქართველო vs შოტლანდია - წინასამატჩო ვარჯიშები და პრესკონფერენციები

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

მოახლოვდა ევროშესარჩევის მორიგი მატჩი და საქართველოს ნაკრები, ამჯერად, შოტლანდიას უმასპინძლებს. სტადიონზე დაგეგმილი წინასამატჩო აქტივობები 3 სექტემბრიდან დაიწყება.

ინფორმაცია მედიისთვის

მედია-აკრედიტაციების გაცემა უკვე დაიწყო. დღეს, 2 სექტემბერს, აკრედიტაციები გაიცემა სფფ-ის ოფისში. 3 სექტემბრიდან კი, აკრედიტირების პროცესი „დინამო არენაზე“ გადაინაცვლებს და 15:00 საათიდან დაიწყება.

რაც შეეხება მატჩისწინა პრესკონფერენციებსა და ვარჯიშებს:

3 სექტემბერი, „დინამო არენა“

17:00 - შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

17:30 - შოტლანდიის ეროვნული ნაკრების ვარჯიში

19:00 - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

19:30 - საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში

 

სფფ-ის პრესსამსახური