საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ლატვიელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ორივეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
ბალტიისპირელები 4 სექტემბერს ჩამოვლენ და თბილიში ოთხ დღეს დარჩებიან. შეხვედრები 5 და 7 სექტემბერს გაიმართება და 18 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, 19-წლამდელთა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით უკვე ჩაატარა ორი საშინაო ამხანაგური შეხვედრა პოლონელ თანატოლებთან. პირველში ჩვენები 0:2 დამარცხდნენ, მეორეში კი სრულფასოვანი რევანში აიღეს _ აღმოსავლეთევროპელებს 5:2 სძლიეს.
პაატა ძნელაძე
გაუზიარე