პოლონეთში იმყოფება საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში - Syrenka Cup- მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობენ პოლონეთის, კვიპროსის, ბელგიის, ნორვეგიის, რუმინეთის, შვედეთის, ლუქსემბურგისა და საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდები.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გოჩა ავსაჯანიშვილმა თან შემდეგი ფეხბურთელები იახლა:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი („დინამო“ თბილისი), დავით კერესელიძე („ცხინვალი“)
მცველები: ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ლუკა ასათიანი, ჯაბა კასრელიშვილი (ყველა 35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე (ყველა „დინამო“ თბილისი)
ნახევარმცველები: ნიკა ნინუა, გიორგი კუცია (ორივე „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კოპლატაძე („საბურთალო“), ლევან ბარაბაძე, აკაკი ქიმერიძე (ორივე 35-ე სკოლა)
თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, ბექა ქავთარაძე (ორივე 35-ე სკოლა), გიორგი ჩაკვეტაძე („დინამო“ თბილისი), ლაშა ოზბეთელაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)
ტურნირი გუშინ დაიწყო და 5 სექტემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩი უკვე გამართა და ჩვენი მეტოქე ბელგიის ნაკრები იყო, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 5:4 დაამარცხეს. მომდევნო მატჩები კი, 3 და 5 სექტემბერს ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე პოლონეთის ნაკრები იქნება.
სფფ-ის პრესსამსახური