სიახლეები

საქართველო vs შოტლანდია - ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ბილეთებზე

გაუზიარე

4 სექტემბერს, უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის, გათვალისწინებულია სპეციალური ადგილები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

შშმ პირები და მათი თანმხლები პირები განთავსდებიან „დინამო არენას“ აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, მე-15-16 სექტორებში. მათთვის სპეციალური შესასვლელი იქნება B ზონიდან (მთავარი შესასვლელის გვერდით, ცაბაძის ქუჩიდან).

მატჩზე დასწრების მსურველებმა, წერილობით მიმართეთ სფფ-ის შესაბამის სამსახურს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

შშმ პირები და მათი თანმხლები პირები კუთვნილ ბილეთებს აიღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში.

 

სფფ-ის პრესსამსახური