სიახლეები

დღეს რევაზ არველაძე ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. რევაზ არველაძე დღეს სასტუმრო „რადისონის“ საკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად წარადგენს თავის საპრეზიდენტო პროგრამას. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან როგორც ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახის წევრები, ისე ქართული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება და მასზე შოთა არველაძის დასწრებასაც ელოდებიან, რომელიც, სავარაუდოდ, თბილისში საგანგებოდ ამ პრეზენტაციისთვის ჩამოვა.