სიახლეები

გიორგი ჭანტურია იტალიურ ვარიანტებზე: ხუთშაბათს გადაწყდება

გაუზიარე

იტალიური პრესის ცნობით, გიორგი ჭანტურიას მიმართ ინტერესს სერია ა-ს სამი კლუბი იჩენს: ემპოლი, ბოლონია და ფროსინონე. 22 წლის ქართველი შემტევი ამჟამად თავისუფალი აგენტია. მან ბოლო სეზონი რუმინულ კლუჟში გაატარა, ამ ზაფხულს კი უგუნდოდ ყოფნა გაუგრძელდა. 

უკლუბობის გამო, ჭანტურია ეროვნული ნაკრების მიღმაც დარჩა, ანუ შოტლანდიასთან და ირლანდიასთან ევროშესარჩევი მატჩებისთვის კახა ცხადაძემ არ გამოიძახა. 

რამდენად რეალური ვარიანტებია ემპოლი, ბოლონია და ფროსინონე? ამის შესახებ თავად ჭანტურიას ვკითხეთ: 

„წესით, რეალური ვარიანტები უნდა იყოს, მაგრამ არ მინდა, ვიჩქარო. ვნახოთ, რა მოხდება. ჩემი საკითხი ხუთშაბათს გადაწყდება“.   

ილია ნანობაშვილი