სიახლეები

საქართველო - შოტლანდიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველო–შოტლანდიის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, ოფიციალურად დაიწყო. ბილეთების რეალიზაციის პროცესი „დინამო არენას“ სალაროებში ყოველდღიურად 11–18 საათამდე მიმდინარეობს. მატჩის დღეს, 4 სექტემბერს სტადიონის სალაროები შეხვედრის დაწყებამდე იმუშავებს.

პირველი სექტემბრიდან კი გულშემატკივრებს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე http://gff.ge/tickets ბილეთების ელექტრონული გზით შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული ბილეთის ამობეჭდილი ვერსიის გადაცვლა რეალურ  ბილეთში სალაროებში უნდა განხორციელდეს. საქართველო–შოტლანდიის შეხვედრის ბილეთების ფასი 10,15 და 20 ლარს შეადგენს.

ევრო 2016–ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და შოტლანდიას შორის დინამო არენაზე, 4 სექტმბერს, 20 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური