სიახლეები

U 21 ხორვატიაში დღეს გაფრინდება

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას 3 სექტემბერს ხორვატიაში გამართავს. ახალგაზრდული ნაკრები დღეს გვიან საღამოს გაემგზავრება ხორვატიაში, მანამდე კი 18 საათიდან გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს გამართავს. ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე კი „მიხეილ მესხის“ მედიაცენტრში პრესკონფერენციას გამართავს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე.

შეგახსენებთ, ჩვენებს ხორვატების გარდა მეტოქეებად ესპანეთი, შვედეთი, ესტონეთი და სან მარინო ყავთ. პირველ შეხვედრაში ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სან მარინოს გასვლაზე სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. ხორვატიასთან სტუმრობის შემდეგ კი ჩივაძის შეგირდებს ოქტომბერში ორი საშინაო თამაში ელით ესპანეთსა და ესტონეთთან.