22 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების 2015 წლის 4 სექტემბრის მატჩზე დასასწრები აკრედიტაციისთვის განაცხადების მიღება. აკრედიტაციის მისაღებად სპორტულმა ჟურნალისტებმა სფფ-ს მედია დეპარტამენტის სახელზე, უნდა შემოიტანონ წერილობითი განაცხადი, დაბეჭდილი წარმომდგენი მედია საშუალების ტიტულიან ქაღალდზე. გთხოვთ, განაცხადი გადმოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. ასევე გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ, თუ რომელი კატეგორიის მედია აკრედიტაციის მიღება გსურთ:
- პრესა;
- ტელევიზია;
- ფოტო.
სფფ-ს მედია დეპარტამენტში, მხოლოდ მითითებულ მისამართზე ([email protected]) შემოსული განაცხადები განიხილება და ყველას გადაეგზავნება ელექტრონული პასუხი.
აკრედიტაციია გაიცემა 2015 წლის 2 სექტემბერს 10:00-18:00 სფფ-ს ოფისში, ხოლო 3 სექტემბერს ბ. პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე (მედია ცენტრში) 15:00-18:00.
სფფ-ს პრესსამსახური