ქართველი გარემარბი ირაკლი გოგინაშვილი ისევ მოლდოვურ საქსანში გააგრძელებს კარიერას. გოგინაშვილი შარშან ზაფხულს რუსთავის მეტალურგიდან გადავიდა საქსანში და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.
ამ ზაფხულს ირაკლი სერბულ ნოვი პაზარში აპირებდა გადასვლას, თუმცა შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ბოლნისის სიონში გაიარა მოსამზადებელი ეტაპი.
შეხსენებისთვის, გოგინაშვილს ალექსანდრე ჩივაძეც იძახებდა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში.
საქსანში კიდევ ერთი ქართველია და ისიც 1994 წელს დაბადებული: ნახევარმცველი გიორგი სარჯველაძე. ეს ფეხბურთელი ერთ დროს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა, იყო სასკოში, თბილისის დინამო 2-ში, წლეულს კი პოლონურ ბელხატუვში ირიცხებოდა.
გოგინაშვილმა და სარჯველაძემ გუშინწინ მოლდოვის ჩემპიონატში ითამაშეს დინამო-ავტოსთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში.
ილიანანობაშვილი