სიახლეები

თუ შანსი იქნება, რატომაც არა... გიორგი ბერიაშვილი ჩემპიონობასა და ბომბარდირობაზე

გაუზიარე
ჩემპიონატის პირველი ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა _ 8 თამაშში 23 გოლი გავიდა. სხვებზე მეტად ბათუმის დინამო გამოირჩა, რომელმაც ზუგდიდი 5:0 დაამარცხა, ბათუმელმა გიორგი ბერიაშვილმა კი 27-ე ჩემპიონატის პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა.

გიორგი, ზუგდიდი იოლად, ხუთი უპასუხო ბურთით სძლიეთ, შენ კი სულაც ჰეთ თრიკი მიითვალე. ელოდი ასეთ იოლ გამარჯვებას?

ძალიან გვინდოდა, ჩემპიონატი გამარჯვებით დაგვწყო და ეს შევძელით კიდეც. დამსახურებულად კი მოვიგეთ, მაგრამ ზუგდიდისგან მეტ წინააღმდეგობას ველოდით. ისიც სათქმელია, რომ გაუსაძლისმა სიცხემ ორივე გუნდის ფეხბურთელებს პრობლემები შეგვიქმნა. რაც შეეხება გოლებს, ბუნებრივია, ყველა ფეხბურთელს, მითუმეტეს, თავდამსხმელს, გოლის გატანა ძალიან ახარებს და გამონაკლისი არც მე ვარ, თუმცა, ამ გოლებს ვერ გავიტანდი, რომ არა ჩემი თანაგუნდელების ხელშეწყობა.

თავდასხმის ხაზში ორი ახალი თანაგუნდელი გყავს _ გიორგი გაბედავა და ლუის ალბერტო. როგორ შეეწყვემათ?

ლუის ალბერტოსთან ერთად ოფიციალურ შეხვედრებში ჯერ არ მითამაშია, მხოლოდ ამხანაგური თამაშებით კი სრული შთაბეჭდილება ვერ შეგექმნება. გაბედავას კი მშვენივრად ვუგებ მოედანზე, გიორგის, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთი უთამაშია და ბათუმის დინამოსაც ბევრ სარგებელს მოუტანს.

შენი ამპლუის ფეხბურთელისთვის გოლის გატანა უცხო ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი არასდროს გამხდარხარ. ხომ არ მოვიდა ამისთვის ბრძოლი დრო, მითუმეტეს, დასაწყისი მშვენიერია?

საუკეთესო ბომბარდირობის დიდი სურვილი მაქვს, დანარჩენს კი ჩემპიონატი გამოაჩენს. ისე, თუ შენი კლუბი ექვსეულის მიღმაა და გოლებიც, შესაბამისად, ცოტა გააქვს, ბუნებრივია,ბომბარდირობისთვის ბრძოლის შანსი ნაკლებია, მაგრამ ბათუმში კარგი სიტუაციაა და ვნახოთ, იქნებ ჩემი გუნდი ბომბარდირის პრიზითაც ვასახელო.

წინა სეზონი მეორე ადგილით დაასრულეთ. წელსაც ევროტურნირების საგზურის მოპოვებას ისახავთმიზნადთუ ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც არ გამორიცხავთ?

სეზონის წინ კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდით და მათ პროგრამა-მინიმუმად ევროარენაზე გასვლა დაგვისახეს. ჩემპიონობაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ, ამის შანსი თუ იქნება, ცხადია, აუცილებლად ვეცდებით, რომ ბათუმის დინამო კლუბის ისტორიაში პირველად გავაჩემპიონოთ.

მაღალი ადგილებისთვის ბრძოლაში კონკურენტებად რომელ გუნდებს მიიჩნევ?

პირველ რიგში, თბილისის დინამოს და მოქმედ ჩემპიონ გორის დილას. საინტერესო გუნდებია საბურთალო და ლოკომოტივი, თუმცა, რეალურად რისთვის იბრძოლებენ ისინი, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.

ბათუმის დინამოს მთავარი პრობლემა კვლავაცუსტადიონობაა...

ეს ქალაქი და ეს გუნდი ნამდვილად არიან იმის ღირსი, რომ ერთი ნორმალური, თანამედროვე სტადიონი ჰქონდეთ. ევროპის ლიგაზე კვიპროსულ ომონიას ზესტაფონში ვუმასპინძლეთ და ბათუმიდან ბევრი გულშემატკივარი წამოგვყვა, რომლებიც შეძლებისდაგვარდ საქართველოს ჩემპიონატის გასვლით თამაშებზეც არ გვაკლებენ მხარდაჭერას და ნამდვილად უსამართლობაა, ასეთი ქომაგების საყვარელ გუნდს საკუთარი სტადიონი არ ჰქონდეს. იმედია, უახლოეს მომავალში ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

პაატა ძნელაძე