სიახლეები

მიგინეიშვილი 4 თამაშით და 800 ლარით დააჯარიმეს

გაუზიარე

გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ცხინვალის მეკარე ომარ მიგინეიშვილი ოთხი თამაშით  და 800 ლარით დააჯარიმა (მან ერთი თამაში უკვე გამოტოვა), ამასთან, მიგინეიშვილს პირობითი ერთწლიანი დისკვალიფიკაციაც მიეცა.

შეგახსენებთ საქმის ვითარებას. 29 ივლისს`ბენდელაზე~ საბურთალოსა და ცხინვალის ამხანაგური შეხვედრის(რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს) მე-17 წუთზე ცხინვალის კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. მიგინეიშვილმა უცენზურო სიტყვებით გამოხატა თავისი უკმაყოფილება და სიტყვიერად შეურაცხყო მსაჯები, რის გამოც მოედნიდანგააძევეს. თამაშის შემდეგ ცხინვალის მეკარე მსაჯებთან იმის გასარკვევად მივიდა, თუ რატომ დაინიშნა პენალტი, ამას კი ფიზიკურ შეხლა-შემოხლა მოჰყვა და, შესაბამისად, მიგინეიშვილის სასჯელმაც არ დააყოვნა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების კომენტარი ვთხოვეთ საფეხბურთო კლუბ ცხინვალის წარმომადგენელსდავით ცაბაძეს: "შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, არც მსაჯი და არც ფეხბურთელი. საკითხი განიხილა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, რომლის წევრთა კომპეტენტურობაში ეჭვი არ გვეპარება. მადლობელი ვართ იმ გარემოების გათვალისწინების გამო, რომ ომარ მიგინეიშვილი ეროვნული ნაკრების კანდიდატია. მან ეროვნულ გუნდში დასაბრუნებლად 17 კილოგრამი დაიკლო და ძალიან გულმოდგინედ ვარჯიშობს. ის შეცდა და დაისაჯა კიდეც. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მიგინეიშვილი სამაგალითო იქნება არა მარტო ცხინვალში, არამედ მთლიანად ჩვენს ჩემპიონატში სამართლიანი თამაშის წესების დაცვის თვალსაზრისით."

პაატა ძნელაძე