სიახლეები

ხოჯავა გორბაჩოვის გუნდს შეუერთდა

გაუზიარე

გოჩა ხოჯავამ ქობულეთის შუქურა რომ დატოვა, უკვე გაცნობეთ. ის რუსეთში დაბრუნდა და ხაბაროვსკის სკა-ენერგიას შეუერთდა. როგორც რუსული კლუბის პრესსამსახური წერს, 30 წლის გამთამაშებელი ჯერ გასინჯვაზეა. 

ხოჯავა სკა-ენერგიაში უკვე თამაშობდა, ეს 2012-13 წლებში, როცა გუნდს გიორგი დარასელია წვრთნიდა. იმ დროს სკა-ენერგიას ცოტა დააკლდა პრემიერლიგაში გადასვლამდე. 

სკა-ენერგიას ალექსანდრ გორბაჩოვი წვრთნის, რომელმაც ხოჯავა შეაქო და განაცხადა, დიდი შანსია, ქართველმა გუნდის შემტევი პოტენციალი აამაღლოსო. 

კლუბის პრესსამსახურის განცხადებით, მწვრთნელმა ხოჯავას შესაძლებლობები კარგად იცის, მაგრამ ჯერ მაინც აკვირდებიან, თუ როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია ფეხბურთელი. 

სკა-ენერგიაში ხოჯავას ორი ქართველი დახვდა: მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი და ფორვარდი ლაშა იმედაშვილი, თუმცა იმედაშვილი რუსეთის მოქალაქეა. 

ილია ნანობაშვილი