უკრაინაში გოლი მიითვალა სანდრო კობახიძემ, თანაც, გადამწყვეტი გოლი. ლუცკის ვოლინმა სტალს გასვლაზე 2:1 მოუგო და სანდრომ მე-80 წუთზე გაიტანა: ერთი მცველი ჩამოიშორა, საჯარიმოში შესულმა კი კარგადაც დაარტყა. კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა.
კარგ ფორმაშია სანდრო და ეს უკრაინის პრემიერლიგის წინა ტურებშიც დაამტკიცა. ვოლინი მეექვსე ადგილზეა.
უკრაინაშივე, ჯაბა ლიპარტიას ზორიამ გასვლაზე 2:0 სძლია ოდესის ჩერნომორეცს, სადაც ქართველი მცველები ირიცხებიან – მცველები, დავით ხოჭოლავა და გიორგი გადრანი. გადრანმა ვერა, მაგრამ ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. ლიპარტია 75-ე წუთზე შევიდა მინდორზე, ხოლო ხოჭოლავა არ შეუცვლიათ. ზორია მეორე ადგილზეა, ხოლო ჩერნომორეცი ბოლოზე.
დანიაში ოდენსემ შინ 2:3 წააგო რანდერსთან. ოდენსეში ლადო დვალიშვილმა ბოლო 20 წუთი ითამაშა, 2:2-ზე შეიყვანა მწვრთნელმა. ლადოს გუნდი ხუთი ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.
რუსეთში ლოკომოტივი-ტერეკი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. გროზნოს გუნდის განაცხადში იყო თედო გრიგალაშვილი, თუმცა თამაშმა არ მოუწია.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე