სიახლეები

სფფ ახალ პრეზიდენტს 3 ოქტომბერს აირჩევს

სფფ
გაუზიარე

დღეს სფფ აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა. სადაც გადაწყდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ამა წლის 3 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. 1. კანდიდატი უნდა იყოს 24-70 წლამდე; 2. აუცილებელია იყოს საქართველოს მოქალაქე; 3. უნდა ფლობდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს; 4. არ უნდა იყოს ნასამართლევი; 5. აქტიურად იყოს ჩართული საფეხბურთო ცხოვრებაში; 6. კანდიდატი უნდა წარადგინოს სფფ-ს რომელიმე სუბიექტმა, დამოუკიდებლად კანდიდატურის წამოყენება დაუშველებელია. განცხადების მიღების ვადა 7 სექტემბერს იწურება

სფფ-ის პრესსამსახური