სიახლეები

დემეტრაძე და კანკავა თანაგუნდელს გაიხსენებენ

გაუზიარე

17 აგვისტოს კიევში უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, სერგეი ზაკარლიუკას ხსოვნის მატჩი გაიმართება. 38 წლის ფეხბურთელი შარშან ავარიაში დაიღუპა. ზაკარლიუკას არაერთ გუნდში უთამაშია და ქართველების თანაგუნდელიც ყოფილა. დონეცკის მეტალურგში ის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდის, გიორგი დემეტრაძის თანაგუნდელი იყო, ხოლო კიევის არსენალში ჯაბა კანკავასთან ერთად თამაშობდა.

როგორც უკრაინული matchday.ua წერს, სერგეი ზაკარლიუკას ხსოვნის შეხვედრაში სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გიორგი დემეტრაძე და ჯაბა კანკავა.

პაატა ძნელაძე