სიახლეები

ბაჩანა ცხადაძე ფლამურტარიში ითამაშებს

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე კარიერას ალბანურ ფლამურტარიში გააგრძელებს. მან ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ცხადაძე მოლდოვურ მილსამიში გადადიოდა, მაგრამ ეს გარიგება არ შედგა.

ბაჩანა წლების განმავლობაში იცავდა ბაქოს ინტერის ღირსებას. აზერბაიჯანული კლუბი მან წინა სეზონის დასრულებისთანავე დატოვა, ისევე, როგორც მამამისმა კახა ცხადაძემ, რომელმაც არჩევანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა.

რაც შეეხება ფლამურტარის, ცხადაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი არ იქნება, რომელიც მის ღირსებას დაიცავს. წინა სეზონში ამ კლუბის შემადგენლობაში ნიკოლოზ გელაშვილი თამაშობდა, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა, ცოტა ხნის წინ კი იქ გიორგი ფოფხაძე გადავიდა.

წინა სეზონში ფლამურტარი ალბანეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გავიდა და ევროსაგზური ვერ მოიპოვა.

ლევან ჯანეზაშვილი