ფინეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში კუპსიმ, რომლის ღირსებას ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე იცავს, სტუმრად ვპს-სთან 2:2 ითამაშა. სირბილაძემ შეხვედრის დასაწყისშივე გახსნა ანგარიში და ამის შემდეგაც საკმაოდ აქტიური იყო. ირაკლიმ შეხვედრა სრულად ჩაატარა. ამ თამაშის შემდეგ კუპსის აქტივში 28 ქულაა და გუნდი მე-7 პოზიციაზეა.
გიორგი ოსიტაშვილის კტპ-მ სტუმრად 1:0 სძლია მარიეჰამნს. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. კტპ 19 ქულით მე-11 ადგილზეა.
მომდევნო ტურში, 19 აგვისტოს, სირბილაძე და მისი თანაგუნდელები მარიეჰამნს უმასპინძლებენ, ოსიტაშვილის კტპ კი ერთ-ერთ ლიდერს, ინტერს დაუხვდება.
პაატა ძნელაძე
გაუზიარე